Pages

Tuesday, April 3, 2018

ყირგიზეთში ქორწილში 220 ადამიანი მოიწამლა


ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში 31 მარტს ქორწილში 220 ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. ინფორმაციას სააგენტო "რია" ავრცელებს. 
მხოლოდ რესპუბლიკურ ინფექციურ საავადმყოფოში 198-მა ადამიანმა მიმართა და 131 მათგანი ჰოსპიტალიზებულია. კლინიკაში მათ შორის 25 ბავშვი იმყოფება. 
ქორწილის კიდევ 24 სტუმარი სხვა ქალაქების საავადმყოფოებში წევს. გავრცელებული ინფორმაციით მოწამლულია პატარძალი ასელ ჟენალი. 
რესტორანი "ალა-ტოო", სადაც ადამიანების მასობრივი მოწამლვა მოხდა, უკვე დააჯარიმეს. პირველი აპრილიდან რესტორანი დახურულია. თანამშრომლების წინააღმდეგ საქმე აღძრულია სანიტარული ნორმების დარღვევის მუხლით.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment