ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში 31 მარტს ქორწილში 220 ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. ინფორმაციას სააგენტო "რია" ავრცელებს.
მხოლოდ რესპუბლიკურ ინფექციურ საავადმყოფოში 198-მა ადამიანმა მიმართა და 131 მათგანი ჰოსპიტალიზებულია. კლინიკაში მათ შორის 25 ბავშვი იმყოფება.
ქორწილის კიდევ 24 სტუმარი სხვა ქალაქების საავადმყოფოებში წევს. გავრცელებული ინფორმაციით მოწამლულია პატარძალი ასელ ჟენალი.
რესტორანი "ალა-ტოო", სადაც ადამიანების მასობრივი მოწამლვა მოხდა, უკვე დააჯარიმეს. პირველი აპრილიდან რესტორანი დახურულია. თანამშრომლების წინააღმდეგ საქმე აღძრულია სანიტარული ნორმების დარღვევის მუხლით.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment