Sunday, April 22, 2018

მედია: სკრიპალები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილმა ჯაშუშმა მოწამლა

დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიცია მიიჩნევს, რომ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილმა ჯაშუშმა მოწამლა, რომლის კოდური სახელი გორდონია. ამის შესახებ Mirror-ი წერს. 
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 54 წლისაა და გორდონის გარდა ის მიხაილს სავიცკისის სახელს და კიდევ 2 ფსევდონიმს იყენებდა. 
როგორც გამოცემა წერს, გორდონი რუსეთში უკვე დაბრუნდა და მის დაკითხვას ვერასდროს შეძლებს. ამასთან, დეტექტივები მიიჩნევენ, რომ სკრიპალების მოწამვლაში სულ 6 ადამიანი მონაწილეობდა.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment