Saturday, May 26, 2018

ავტობუსის, ტრაქტორის და ლუდის რეზერვუარის შეჯახებას უგანდაში 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ავტობუსის, ტრაქტორის და ლუდის რეზერვუარის შეჯახებას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა უგანდაში გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს
დაღულუპებს შორის 16 მოზარდი და 3 ბავშვია. არიან დაშავებულებიც. 
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მუშაობენ. 
აღსანიშნავია, რომ უგანდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების რიცვი დიდია. ქვეყანაში ყოველწლიურად 20 000-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, შედეგად კი დაახლოებით 2 000 ადამიანი იღუპება. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment