Pages

Monday, June 4, 2018

7 ფსიქოლოგიური ფაზა, რომელსაც სერიული მკვლელი გადის

იცოდით, რომ შვიდ ფსიქოლოგიურ ფაზას გადის სერიული მკვლელი გონებაში?

აი ისინიც, იდენტიფიცირებულები და აღწერილები ჯოელ ნორისის მიერ, 1988 წელს. ნორისი მუშაობდა რამდენიმე ბრალდებული მკვლელისგან შემდგარი ჯგუფის დაცვაზე, აიღო ხუთასამდე ინტერვიუ ამ პერსონებისგან მაშინ, როცა იკვლევდა ფაზებს.

1. აურის ფაზა
მომავალი მკვლელი იწყებს აურის ფაზით, რაც ნიშნავს, რომ ის ნელნელა შორდება რეალობას და გადადის გონების სამყაროში. ის წყდება სოციალურ აქტივობებს. მიუხედავად ამისა, მეგობრები, ოჯახი და სხვა გარშემო მყოფი პირები, ვერ აანალიზებენ ამ ადამიანის ცვლილებას. მომავალი მკვლელი ხდება ანისოციალური და ცხოვრება მისთვის აზრს კარგავს. ეს ფაზა ცოტა ხნით, ან რამდენიმე თვე გასტანს ხოლმე, ასევე ფანტაზიებიც, ზოგჯერ ეს წლობითაც გრძელდება. ფანტაზიები, ძირითადად შეიცავს სექსუალურ სადიზმსა და ძალადობას, რომელიც, ხშირ შემთვევაში მოტივირებულია ღრმა ბავშვობის გამოცდილებით. მკვლელმა შეიძლება ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით "მკურნალობა" სცადოს, რაც აძლიერებს ილუზიებს. გარკვეული დროის შემდეგ, განზრახვა ქმედებაში გადადის. 

2. "ტროლინგის" ფაზა

შემდეგ ფაზას ტროლინგის ფაზას უწოდებენ. ამ ეტაპზე, მკვლელი ცდილობს მსხვერპლის პოვნას. სერიული მკვლელების უმეტესობა, მსხვერპლს ახლო გარემოში არჩევს, იქ , სადაც თავს კომფორტულად გრძნობენ (ამას კომფორტის ზონა ეწოდება, ეს შეიძლება იყოს სამეზობლო, ან სხვა ნაცნობი ტერიტორია).ისინი დაწვრილებით და ფრთხილად არჩევენ ადგილს, სადაც მომავალში მკვლელობას ჩაიდნენ და გვამს გადამალავენ. შესაძლოა, დღეში საათობით ან თვეობით ეძებონ მანამ, სანამ იდეალურ ვარიანტს არ მიაგნებენ. ამ ფაზაში, ისინი ხშირად მისდევენ საყოველთაოდ აღიარებულ ქცევის ნორმებს, რათა მსხვერპლი შეიცნონ და მასზე ინადირონ. ნორისმა აღწერა, თუ როგორ იხვევდა ხელს ტედ ბანდი, რათა ის დაზიანებულად გაესაღებინა და მსხვერპლისთვის ეთხოვა დახმარებოდა წიგნების, ჩანთის ან აფრებიანი ნავის წაღებაშიც კი, რითაც ის მათ მანქანაში იტყუებდა. რამდენიმე მსხვერპლი გაიქცა და თქვა, რომ მათ ის არასდროს უნახავთ წყობიდან გამოსული, შეტევის მომენტამდე. 

3. არშიყის ფაზა

არშიყის ფაზაში, მკვლელი ცდილობს მსხვერპლის გული მოიგოს, სანამ მას მახეში გააბამს. ეს ფაზა მხოლოდ იმ მკვლელებისთვისაა, რომლებიც უფრო ორგანიზებულები, ნდობით და სოციალური უნარებით არიან აღჭურვილნი. ის ცდილობს გაეცნოს მსხვერპლს და მისი ნდობა მოიპოვოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა, რადგან, ხშირად ორგანიზებული მკვლელი, მხოლოდ იმას კლავს, ვისი ნდობაც მოიპოვა. "სერიული მკვლელობების გახსნისას, დეტექტივებმა აღმოაჩინეს, რომ მსხვერპლის მხრიდან იშვიათი იყო წინააღმდეგობის გაწევა." (ნორისი 29). ნდობის მოპოვების შემდეგ, მკვლელს ისინი საიმედო ადგილას მიჰყავს და იქ იხსნის ნიღაბს, გადადის შემდეგ ფაზაზე.  

4. შეპყრობის ფაზა

მეოთხე ფაზა - შეპყრობის ფაზაა. ამ დროს მკვლელი რეალურ სახეს ავლენს. შეპყრობა მალე ხდება, ხელბორკილებით ან დარტყმით, რაც მას დაუცველს ხდის. მკვლელმა შეიძლება გათოკილი მსხვერპლი მანქანის უკანა სავარძელზე დასვას, მანქანის, რომელსაც მხოლოდ ორი კარგი აქვს, რათა გაქცევის შანსი მინიმუმამდე დაიყვანოს. ეს მომენტი მკვლელს ძირითადად მადას უღვიძებს, ეს საოცრად სიამოვნებს მას და სადისტურ სურვილებს უორმაგებს. მსხვერპლი ძირითადად გადაჰყავს ახალ ლოკაციაზე, ხალხისა და დახმარებისგან მოშორებით. შემდეგ რწმუნდება, რომ გასაქცევი გზა არაა, მერე კი კულმინაციაზე გადადის - მკვლელობაზე. 

5. მკვლელობის ფაზა

ნორისმა მკვლელობის ფაზა აღწერა, როგორც მკვლელის ბავშვობის საზარელი გამოცდილების გამეორება, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ცვლის როლებს. მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მსხვერპლი წამიერად მოკლას, მაგრამ ზოგჯერ იგი მას სიკვდილამდე აწამებს. ცდილობს, სიკვდილამდე მისული გამოაფხიზლოს და პროცესი გაიმეოროს მანამ, სანამ ნადავლი არ მოკვდება. არაორგანიზებულ მკვლელს წამიერი და ძლიერი შეტევა ახასიათებს, ან სწრაფი დახრჩობა. ისინი ძნელად არჩევენ მსხვერპლებს ერთმანეთისგან, რადგან ვერ აღიქვამენ, როგორც პიროვნებას. ძალადობას, როგორიცაა გაუპატიურება, ადგილი აქვს მაშინ, როცა მსხვერპლი გარდაცვლილია. ორგანიზებული მკვლელის პროცესები უფრო ნელი და მტკივნეულია. ძირითადად, სიკვდილამდე აწამებს და აუპატიურებს მას. მკვლელობა შენელებულია, რადგან მოტივი დანაშაულის ჩადენა არაა, მოტივია სიამოვნების მიღება. სიმართლეა, რომ სადისტი მკვლელები, ყველაზე ორგანიზებული მკვლელები არიან. ამ ტიპის მკვლელები, მსხვერპლს ცოცხალი იმდენი ხნით ტოვებენ, რამდენითაც შესაძლებელია. ზოგჯერ მათ დაზიანებებს მკურნალობენ, რათა ცოცხლები დარჩნენ, რომ წამების ტკივილი იგრძნონ. სექსუალური მოძალადე და სადიტი, სხვადასხვა სახის მოწყობილობას იყენებს, როგორიცაა ელექტრონული მავთული, რომელიც მან, სავარაუდოდ დანაშაულის საიტიდან შეიძინა. "ყველაზე გავრცელებული სექსუალური ძალადობის სახეებია - ანალური გაუპატიურება, ფელაციის დაძალება და ვაგინალური გაუპატიურება უცხო საგნებით." წამების შემდეგ, ის კლავს.

6. ტოტემის ფაზა

შემდეგი ფაზა, ნორისმა აღწერა, როგორც ტოტემის ფაზა. მკვლელობის შემდეგ, აღზნებული მკვლელი მოულოდნელად ფანტაზიებიდან გამოდის. ვარდება დეპრესიაში, ამიტომაც, სერიული მკვლელების უმეტესობა რიტუალებს ილუზიებში აგრძელებს. ისინი აგროვებენ მსხვერპლის ნივთებს ან გაზეთის ამონაჭრევს მათ შესახებ. ზოგი, მათ სხეულის ნაწილებს აჭრის, რათა შეინახოს ან მოიხმაროს. ზოგი კი, მათ სურათებს ან ვიდეოს უღებს მკვლელობის ან შემდგომ მომენტში. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მკვლელებს იგივე გრძნობა გაუჩნდეთ, რაც მკვლელობის მომენტში. რათა ახსოვდეთ მათ, რომ მათი ილუზიები რეალობა იყო, რომ მათ ეს მართლა ჩაიდინეს. 

7. დეპრესიის ფაზა

უკანასკნელი ფაზა (სანამ ხელახლა დაიწყებს) არის დეპრესიის ფაზა. ეს დიდი ემოციური კრახია სერიული მკვლელებისთვის. დეპრესიის ფაზას შეუძლია გასტანოს დღეები, კვირები ან თვეები. შეიძლება ამან თვითმკვლელობაც გამოიწვიოს. მათი მოგონებები არ ქრება იმის შესახებ, თუ რა დამართეს აწ გარდაცვლილ მსხვერპლს. ყოველი მომდევნო მკვლელობის შემდეგ, ის ცდილობს იგივე გარემო შექმნას, რაც ფანტაზიაში. ამ ფაზაში, მკვლელმა შეიძლება ყველაფერი აღიაროს, თუ ილუზიები არ დაუბრუნდა. ისინი ვერ აღიქვამენ მსხვერპლს, როგორც ადამიანს. ყოველი მკვლელობის შემდეგ, ფანტაზიები უფრო რეალური ხდება და მკვლელიც უფრო ბრუტალური. ზოგჯერ მათ ვერ იჭერენ, რადგან ისინი თავს იკლავენ, ესაა მიზეზი ბევრი გაუხსნელი საქმისა. სერიული მკვლელობები დამოკიდებულებაა. მსხვერპლები კი ულევად არიან.
/psychoticmindd.blogspot.com

No comments:

Post a Comment