Saturday, September 29, 2018

დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი ინდონეზიაში - 400-მდე დაღუპული, მიწასთან გასწორებული კუნძულები...

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სი­ზე მომ­ხდა­რი მი­წისძვრი­სა და ცუ­ნა­მის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია ასო­ბით ადა­მი­ა­ნი. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია 384-მდე ადა­მი­ა­ნი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­დო­ნე­ზი­ის სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.
არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლია 600-მდე ადა­მი­ა­ნი. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ ეტაპ­ზე ჯერ უც­ნო­ბია, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა მი­წისძვრამ გა­მო­იწ­ვია თუ ცუ­ნამ­მა.28 სექ­ტემ­ბერს, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 7.5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრამ ქა­ლაქ პა­ლუს სა­ნა­პი­რო­ებ­თან ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია. სამი მეტ­რის სი­მაღ­ლის ტალ­ღებ­მა მთლი­ა­ნად წა­ლე­კა სუ­ლა­ვე­სის ცნო­ბი­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლა­ქი - პალუ. ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა და ტუ­რის­ტე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე ფეს­ტი­ვა­ლის გა­სა­მარ­თად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. სა­მოყ­ვა­რუ­ლო კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რა სიძ­ლი­ე­რის ტალ­ღა ას­კდე­ბა სა­ნა­პი­როს და ანად­გუ­რებს შე­ნო­ბებს
ambebi.ge

No comments:

Post a Comment