Sunday, October 7, 2018

საფრანგეთში ხარების რბოლას ქალი ემსხვერპლა

საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეგ-მორტში ადგილობრივი ფესტივალის მიმდინარეობისას, ხარმა ქალი იმსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქალი, მეუღლესთან ერთად, ხარების რბოლას უყურებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ხარმა სარბენი ტერიტორია დატოვა და იქით წავიდა, სადაც ხალხი იყო. ხარმა ქალი რქებით აწია და რამდენიმე მეტრის დაშორებით მოისროლა. ის შემთხვევის ადგილიდან ვერტმფრენით წაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment