აგვისტოში, თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი ქალიშვილი, ტატა რევიშვილი ემსხვერპლა. ოჯახის ტრაგედია მთელმა ქვეყანამ გულთან ახლოს მიიტანა და სამძიმარი გამოხატა...
თიკო ჩხეიძე ქალიშვილის შესახებ ხშირად წერს სოციალურ ქსელში. ემოციური პოსტების კომენტარებში, რევიშვილების ოჯახს გამძლეობას უსურვებენ. ახლახან, თიკო ჩხეიძემ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ქალიშვილის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით, პირველად ტატას გარდაცვალების შემდეგ ნახა. ვიდეოში 9 წლის გოგონა რუსულად საუბრობს და ამბობს რომ ის "კოსმოსური ცნობიერებაა", შეუძლია გაქრეს და გახდეს უხილავი...ეს ვიდეო პირველად რომ ვნახე, ტატა უკვე აღარ მყავდა. ტელეფონი ხელიდან გამივარდა... შეეცადეთ დატკბეთ ყოველი დღით თქვენ შვილებთან ურთიერთობით! ადამიანს შვილზე დიდი ბედნიერება არ გააჩნია. მათ ზემოთ არაფერი დგას, გარდა ღმერთისა (ღმერთი, რომელზეც რაც არ უნდა ნაწყენი იყო ან გაბრაზებული, მაინც თავდახრილი თხოვ მიტევებას) შვილი არის გვირგვინი, სინათლე ადამიანის ცხოვრების.
შეეცადეთ აუსრულოდ მათ სურვილები, უბრალოდ არ უნდა დაგეზაროთ მათი სურვილის მოსმენა, მათთან საუბარი. აღმოაჩენთ რომ მათ ჩვენთან ჩახუტების და სიყვარულის გარდა, თითქმის არ აქვთ სხვა სურვილები... და რამდენ სიყვარულს ვკარგავთ ყოველდღე" - წერს თიკო ჩხეიძე ქალიშვილის შესახებ.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment