7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 8 იანვრიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც ხვალიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, შემდეგია:
შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუასქ. N 18.
შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელისქ. N19.
შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" მის: წინამძღვრიშვილისქ. N 57.
შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელისქ. N 18.
შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.
ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლის შესახებ და თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.
„ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, საიდანაც 158 არის H1N1. დანარჩენი 4 შემთხვევა არის H3N2. ასევე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გვაქვს - 256. ერთი კვირით ადრინდელ მონაცემთან შედარებით შემცირებულია 21-ით. კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის. ამის მაჩვენებელიც შემცირებულია 41%-დან 33%-მდე, თუმცა ეს მაჩვენებელიც მაღალია. თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment