Monday, January 7, 2019

კლინიკები, რომლებიც ხვალიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ - უახლესი მონაცემები ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევებზე

7 იან­ვარს პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის 5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა დი­ლის 10:00 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 22:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებს, ხოლო 8 იან­ვრი­დან პა­ცი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ დღე-ღა­მის ნე­ბის­მი­ერ დროს გრი­პის სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე კონ­სულ­ტა­ცია ოჯა­ხის ექიმ­თან გა­ი­ა­როს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.
მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც ხვა­ლი­დან 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ზე გა­და­ვა, შემ­დე­გია:

შპს "მედ­კა­პი­ტა­ლი-გლ­და­ნი" მის: ვე­კუ­ა­სქ. N 18.
-0:13
შპს "მედ­კა­პი­ტა­ლი-სა­ბურ­თა­ლო" მის: გამ­რე­კე­ლისქ. N19.
შპს "სა­ო­ჯა­ხო მე­დი­ცი­ნის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტრი" მის: წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლისქ. N 57.
შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქი­ა­ჩე­ლისქ. N 18.
შპს "მედ­კა­პი­ტა­ლი-სამ­გო­რი" მის: მოს­კო­ვის გამზ. კვ. 4, კორპ.
ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს მო­უ­წო­დებს, გრი­პი­სა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს და მკურ­ნა­ლო­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყოს.
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. ღო­რის გრი­პის 158 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მისი თქმით, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ე.წ. პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ხებ და თბი­ლის­ში, ჯან­დაც­ვის 5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­და­ვი­და სა­გან­გე­ბო მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე.
„ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას ამ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ჩვე­ნი კვლე­ვე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 162 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა ქვე­ყა­ნა­ში, სა­ი­და­ნაც 158 არის H1N1. და­ნარ­ჩე­ნი 4 შემ­თხვე­ვა არის H3N2. ასე­ვე გა­მოჩ­ნდა B ტი­პის ვირუ­სი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­სუ­ლი კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100 000 მო­სახ­ლე­ზე გვაქვს - 256. ერთი კვი­რით ად­რინ­დელ მო­ნა­ცემ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია 21-ით. კვლავ რჩე­ბა მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მძი­მე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გამო ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის. ამის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც შემ­ცი­რე­ბუ­ლია 41%-დან 33%-მდე, თუმ­ცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც მა­ღა­ლია. თბი­ლის­ში, ჯან­დაც­ვის 5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­და­ვი­და სა­გან­გე­ბო მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment