Pages

Thursday, January 31, 2019

ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან" - CO-თი გარდაცვლილი 7 მამაკაცის ვინაობა ცნობილია

სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თბი­ლის­ში, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ხელ­სა­წყოს ნამ­წვით დაგ­რო­ვი­ლი CO-თი 7 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მათ­გან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი, ბათო სუ­თი­ძე 54 წლის არის, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, ლაშა კო­ბა­ხი­ძე კი - 20-ის. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ასე­ვე ბათო სუ­თი­ძის შვი­ლი 29 წლის ან­ზორ (კუსა) სუ­თი­ძე, მისი დის­შვი­ლი 28 წლის ნიკა კა­პა­ნა­ძე, ძმე­ბი - 32 წლის ვახ­ტანგ და 39 წლის ჯონ­დო ყა­ზიშ­ვი­ლე­ბი, ასე­ვე 24 წლის ნუკ­რი ჩუ­ბი­ნი­ძე.

ლაშა კო­ბა­ხი­ძე
ყა­ზტრანსგა­ზის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნი­ას ხელ­სა­წყო - ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ჩახ­სნი­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა ბი­ნის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა ის თვით­ნე­ბუ­რად კვლავ მი­უ­ერ­თეს ბუ­ნებ­რივ აირს, რის შემ­დე­გაც ბინა გა­ა­ქი­რა­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ზეს­ტა­ფო­ნის, თერ­ჯო­ლის, გო­რის, ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან იყ­ვნენ და დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შე­ბად მუ­შობ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლი მამა-შვი­ლი ბათო და ან­ზორ სუ­თი­ძე­ე­ბი თერ­ჯო­ლი­დან იყ­ვნენ, გო­რის რა­ი­ო­ნი­დან იყ­ვნენ ძმე­ბი ყა­ზიშ­ვი­ლე­ბი.
ვახო და ჯონი ყა­ზიშ­ვი­ლე­ბი
პირველად ცოლის ნათესავებთან ცხოვრობდა თეთრიწყაროში, მაგრამ იქედან რომ ვერ იარა, თბილისში ნაქირავებ ბინაში გადავიდა. მშენებლობაზე მუშაობა წამოიწყო, თან თავისი ერთადერთი შვილი, ანზორიც აიყოლია. ისიც მამასავით შრომისმოყვარე იყო. თბილისში ხან რომელ მშენებლობაზე მუშაობდნენ, ხან რომელზე. ბოლოს ყაზბეგში იყვნენ, თბილისის ობიექტი სულ ერთი თვის ნაშოვნი ჰქონდათ. ბათუ სანდო კაცი იყო, ამიტომ ყველგან ეძახოდნენ. ბოლოს სამშენებლო ბრიგადაც შექმნა, - ამბობდა, სანდო ბიჭები მყავს, უსაქმურ კაცს არ მივიღებ, რომ შემარცხვინოსო. ამ ბრიგადაში ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან… უდიდესი ტრაგედია მოხდა, არ ვიცი, ამ უბედურებას როგორ გავუძლებთ...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათოს თან დისშვილიც ახლდა...
- დიახ. ნიკა კაპანაძე. ის ასპინძაში ცხოვრობდა და ბიძამ წამოიყვანა სამუშაოდ თბილისში. დალხინებით არც ბათოს და ცხოვრობდა ასპინძაში.
ენითაუღწერელი უბედურება მოხდა-მეთქი. მათ ოჯახებში რა ტრიალებს ენა ვერ აღწერს. ბიჭებს შორის ყველაზე პატარა, ლაშა კობახიძე სულ 20 წლის არის. და იცით რატომ იყო წასული სამუშაოდ? - ფულს აგროვებდა, რომ უცხოეთში წასულიყო, იქედან დაეხმარებოდა ოჯახს და უნდოდა აეწყო ცხოვრება. ლაშას 8 წლის უმცროსი და ჰყავს, გიჟდებოდა მასზე, ამბობდა, ჩემ დას არაფერი უნდა ეკლდესო...
განადგურდა ბათო სუთიძის ოჯახი ბოლომდე, დახოცილი არიან მწუხარებისაგან მისი ძმები, ყველანი დახოცილები ვართ...

ლაშა კობახიძის ახლობელი გვეუბნება, რომ ბიჭი წლების განმავლობაში სტიქაროსანი იყო, სამუშაოდ კი რამდენიმე თვეა, რაც თბილისში წავიდა.

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
ambebi.ge
kvirispalitra.ge

ნავასი:„ბენზემა გუნდის აბსოლუტური ლიდერია“

კეილორ ნავასმა „ჟირონასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...

„ბედნიერები ვართ, რადგან მოვახერხეთ და 1/2 ფინალში გავედით. ამ ეტაპზე დიდი ხანია არ მოვსულვართ და გვსურს, რომ ფინალშიც გავიდეთ. როდესაც საშუალება მეძლევა და ვთამაშობ ძალიან მიხარია. მოედანზე გასვლა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


„ბენზემა გუნდის აბსოლუტური ლიდერია და ჩვენ მას ყოველთვის დავიცავთ. კრიტიკა, რომელიც მის მიმართ არსებობს უსაფუძვლოა.“

„თუ ჩემპიონობა გვსურს, ნებისმიერი მეტოქეის დამარცხება უნდა შევძლოთ.
Halamadrid.ge


თბილისის 147-ე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

თბილისის 147-ე სკოლიდან მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახდა, რომლის ავტორმაც განაცხადა, რომ სკოლის შენობაში ნაღმია.
ზარის ავტორმა ისევ დარეკა და თქვა, რომ იხუმრა. ამის მიუხედავად სკოლის პერსონალი და მოსწავლეები სკოლის შენობის გარეთ რჩებიან, შენობაში კი შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
სხვა დეტალები უცნობია
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების განზრახვითა და უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ კომერციულ საქმიანობას. კერძოდ, უცხოური ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით სისტემატურად ახდენდნენ ძვირადღირებული საათების შეძენას და შემდგომ, საქართველოში რეალიზაციას.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შედეგად, საერთო ჯამში მიიღეს დიდი ოდენობით 1,5 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი,"-  აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 218-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გაფუჭებული პოლონური ხორცი ევროკავშირის 11 ქვეყანაში მოხვდა


პოლონეთის სასაკლაოზე დამზადებული ხორცი, რომელიც სანიტარული ნორმების შემოწმების მიზნით დახურეს, ევროკავშირის 11 ქვეყანაში დააიმპორტირეს. ამის შესახებ ევროკომისიაში აცხადებენ. 
რეგულატორების თქმით, ქალაქ ოსტრუვ-მაზოვეცკასთან არსებულ სასაკლაოზე შესაძლოა დაავადებულ ძროხებს კლავდნენ. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ სასაკლაოზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი ძროხები მიჰყავთ. 
ვიდეო პოლონურმა არხმა TVN 24-მა აჩვენა, რის შემდეგაც სკანდალი მოხდა. პოლონეთის მთავარმა ვეტერინარმა პაველ ნემჩუკმა განაცხადა, რომ სასაკლაო უკანონოდ მუშაობდა. 
ვეტერინარის თქმით, გაფუჭებული ხორცი ევროკავშირის 11 ქვეყანაში მოხვდა: ესტონეთში, საფრანგეთში, ფინეთში, უნგრეთში, ლიეტუვაში, პორტუგალიაში, რუმინეთში, ესპანეთში, შვედეთში, გერმანიაში და სლოვაკეთში
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ქადაგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, მან პირადი მიზეზების გამო ქვეყანა ერთი კვირით დატოვა, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ის რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლა.
„ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი, ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის. პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს „მომზადებული“ ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორაგანიზაციას, რომლის შედეგად, სამწუხაროდ, აღარ ვარ სკოლის დეკანი. მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა, სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის.
ცხადია, ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება. მეტის დაწერა, სამწუხაროდ, პირადი მიზეზების გამო არ შემიძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო. მანამდე კი, ვისაც ეს თემა მართლაც აღელვებს და აინტერესებს, ვდებ რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს, რომელიც ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის“, - წერს ქადაგიძე.
interpressnews.ge


ტრაგედია თბილისში - გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი, 19 წლის სტიქაროსანი, ლაშა კობახიძეა

ტრაგედია თბილისში - სავარაუდოდ, CO-ს დაგროვებას ქეთევან წამებულის 67 ნომერში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე მათგანი თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული. მათ შორის არიან მამა-შვილი. ისინი ლიბერთი ბანკის“ მშენებლობაზე მუშად მუშაობდნენ და სახლი ნაქირავები ჰქონდათ. 
გარდაცვლილებს შორის არის 19 წლის ლაშა კობახიძე, რომელიც ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანია. გარდაცვლილის მეზობლები  მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობენ. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ძალიან კარგი, მშრომელი, პატიოსანი... ეს რა საშინელება მოხდა. გამოცხადდა ტელევიზორში, რომ 7 დაიღუპა მეშვიდე სართულზე, ეს ერთად გაგუდულები, რომ უნახავთ, ეს ერთ-ერთი ლაშა კობახიძეა,“ - ამბობს მეზობელი.
ქეთევან წამებულის 67 ნომერში 7 ადამიანი დღეს გარდაიცვალა. შვიდივე დაღუპული „ლიბერთი ბანკის“ მშენებლობაზე მუშად მუშაობდა.
მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის არიან მამა-შვილი. 
გარდაცვლილებს შორის არიან ძმები ჯონი და ვახტანგ ყაზიშვილები. ისინი გორიდან თბილისში დაახლოებით, ერთი თვეა რაც ჩამოვიდნენ. ახლობლების განცხადებით, ორივე მათგანს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. გარდაცვლილების ოჯახის წევრები ტრაგედიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.
rustavi2.ge

გაზის გაჟონვით გარდაცვლილებს შორის მამა-შვილი და ძმები არიან

თბი­ლის­ში, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან არი­ან, მათ შო­რის გო­რი­დან, თერ­ჯო­ლი­დან და ჭი­ა­თუ­რი­დან. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 54 წლის ბათო სუ­თი­ძეა (ფო­ტო­ზე).

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბათო სუ­თი­ძე წარ­მო­შო­ბით თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ღვან­კი­თი­დან იყო. ის 1965 წელს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. სუ­თი­ძე ოჯახ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან მისი შვი­ლი და დის­შვი­ლი. ღვან­კით­ში მცხოვ­რებ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ შე­ი­ტყვეს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცხედ­რე­ბის ამო­საც­ნო­ბად თბი­ლის­ში გა­ემ­გზავრნენ.
უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შე­იკ­რიბ­ნენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სთხო­ვენ, ამო­საც­ნო­ბად გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი გა­დას­ცენ.
"ავ­ტო­მო­ბი­ლი ვი­ცა­ნით კად­რებ­ში და გა­მო­ვი­ქე­ცით ამო­საც­ნო­ბად... ამ­დე­ნი ხა­ნია ვდგა­ვართ და რა­ღა­ცა მოგ­ვა­წო­დეთ... გვა­ნა­ხონ სუ­რა­თე­ბი, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან თუ არა. ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნი და რო­გორც ვიცი მეშ­ვი­დე­ზე ცხოვ­რობ­დნენ, შვი­დი კაცი" - ამ­ბობს ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი.
ერთ-ერთი მე­ზობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შე­ბის ნა­წი­ლი ქა­ლაქ გო­რი­დან იყო და ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ თბი­ლის­ში. შვი­დი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შე­ბად მუ­შა­ობ­და.
"შვი­დი კაცი იყ­ვნენ, მამა-შვი­ლი, ორი ძმა და სამი კი­დევ სხვა მუშა. და­დი­ოდ­ნენ და "მა­ლი­არ­კა­ზე" მუ­შა­ობ­დნენ. რო­გორც ჩანს, მო­ვიდ­ნენ დაღ­ლი­ლე­ბი, ჩარ­თეს "კა­ლონ­კა", ამ­ბო­ბენ ერთ-ერთი ბა­ნა­ობ­დაო... გა­ჟო­ნა გაზ­მა და და­ი­ხო­ცა ყვე­ლა, ახალ­გაზ­რდა, ჯან­სა­ღი ბი­ჭე­ბი" - ამ­ბობს ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ბი­ნა­და­რი.
უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ გუ­შინ გვი­ან ღა­მით მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ცხედ­რე­ბი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში დღეს დი­ლით აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
"ყა­ზტრანსგა­ზის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ღია კა­მე­რის ტი­პის წყლის გა­მათ­ბო­ბელ­მა, რის შე­დე­გა­დაც ბი­ნა­ში CO დაგ­როვ­და.
ambebi.ge

თბილისში არტინკუბატორი გაიხსნა

არტინკუბატორი თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ არსებულ „თბილისის კრეატულ ცენტრში“ გაიხსნა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, არტინკუბატორი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში და საერთაშორისო კონკურსებში. 
არტინკუბატორის წევრი სტარტაპერებისთვის უსასყიდლოდ გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა English Learning Programme – English Channel.
„ბრიტანეთის საბჭოს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, წინანდლის ბიზნეს სკოლის და ეროვნული მუზეუმის ძალიან აქტიური თანამშრომლობით და მხარდაჭერით ფუნქციონირებას იწყებს არტინკუბატორი, რაც გახლავთ ის სივრცე რაც კრეატიულ ინდუსტრიის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დაეხმარება, რომ თავისი შემოქმედებითი უნარები ბიზნეს უნარებში გარდაქმნან, რათა შემოქმედებითი პოტენციალი ფინანსური და ეკონომიკური სარგებლისთვის გამოიყენონ, შექმნან უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერაშორისო პარტნიორების მოძიებასა და მათთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ
imedinews.ge

ქალაქი, სადაც უსახლკაროები არ ცხოვრობენ


ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის ქუჩებში თითქმის ვეღარსად შეხვდებით უსახლკაროს, რომელიც ქუჩაში იძინებს. BBC-ის ცნობით, ეს ფინეთის ნოვატორული სქემის დამსახურებაა. 
„ბავშვობაში,  მახსოვს ჩვენს პარკებში, ასობით და ათასობით უსახლკაროს როგორ ეძინა, მაგრამ ეს ახლა ასე აღარ არის. ქუჩაში მყოფი უსახლკაროები ჰელსინკში აღარ არსებობენ“, - განაცხადა ქალაქის მერის მოადგილემ სანა ვესიკანსმა
1987 წელს ფინეთში 18 ათასი უსახლკარო ფიქსირდებოდა, ხოლო 2017-ში ეს ციფრი 6,600 იყო. დღეს უმეტესობა უსახლკარო დროებით საცხოვრებელ ბინაშია ან ახლობლებთან ცხოვრობს. 
2007 წელს ფინეთის ხელისუფლებამ დაიწყო კამპანია „ბინა უპირველეს ყოვლისა“. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლება უსახლკარო ადამიანს აძლევს ბინას რაც შეიძლება მოკლე დროში შემდეგ კი უწევს შესაბამის დახმარებას, რომელიც ეხება ჯანმრთელობას, სწავლებას და სამსახურს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა


საქართველოს ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ამ კონტექსტში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა როგორც, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების, ასევე, უშუალოდ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისა და მიმდინარე რეფორმების პროცესში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Wednesday, January 30, 2019

აშშ-ს რამდენიმე შტატი "ანტარქტიდად გადაიქცა" - გაყინული ქალაქების დაუჯერებელი ფოტოები

აშშ-ს რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი პო­ლა­რუ­ლი ყინ­ვის გამო პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უა­მინ­დო­ბამ სულ მცი­რე 7 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ტემ­პე­რა­ტუ­რა ჩი­კა­გო­ში -30 გრა­დუ­სია - უფრო და­ბა­ლი, ვიდ­რე ან­ტარ­ქტი­კის ბევრ ნა­წილ­ში. კი­დევ უფრო მე­ტად ცივა ჩრდი­ლო­ეთ და­კო­ტა­ში, სა­დაც ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა -37 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა.
ჩი­კა­გოს­თვის, რო­მე­ლიც აშშ-ში სი­დი­დით მე­სა­მე ქა­ლა­ქია, სი­ცი­ვე უცხო არ არის, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ყინ­ვა რე­კორ­დუ­ლია. ქა­ლა­ქის ორ მთა­ვარ აე­რო­პორ­ტში 1500-ზე მეტი ფრე­ნა გა­უქ­მდა, შე­წყდა მა­ტა­რებ­ლე­ბის მი­მოს­ვლაც.ჩი­კა­გოს მერი, რამ ემა­ნუ­ე­ლი მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­დონ, არ გა­ვიდ­ნენ გა­რეთ. ქა­ლაქ­ში ათე­უ­ლო­ბით „გა­სათ­ბო­ბი ცენ­ტრი“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სა­დაც თავს 80 000-მდე ადა­მი­ა­ნი აფა­რებს.


და­კე­ტი­ლია მუ­ზე­უ­მე­ბი, ზო­ო­პარ­კი, კა­ფე­ე­ბის და მა­ღა­ზი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი.
აი­ო­ვა­ში გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, გა­რეთ ყოფ­ნის დროს ეცა­დონ ღრმად არ ჩა­ი­სუნ­თქონ და ნაკ­ლე­ბი ილა­პა­რა­კონ. ფერ­მე­რე­ბი კი ცდი­ლო­ბენ, სა­ქო­ნე­ლი და ფრინ­ვე­ლი გა­და­არ­ჩი­ნონ და მათ­თვის იგ­ლუ­ებს აშე­ნე­ბენ.
ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი სთხო­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბას, შე­ნო­ბის გა­რეთ 10 წუთ­ზე მეტი ხნით ნუ გა­ჩერ­დე­ბი­ან.
ambebi.ge

ამერიკელი მსახიობი დიკ მილერი გარდაიცვალა

ლოს-ანჯელესში ამერიკელი მსახიობი დიკ მილერი გარდაიცვალა. ის 90 წლის იყო. ამის შესახებ Deadline წერს
მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კარიერის განმავლობაში მან 150-ზე მეტ ფილმსა და ტელესერიალებში მიიღო მონაწილეობა.
მილერს პოპულარობა A Bucket of Blood-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

2018 წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა

საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის საშუალო რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, ასევე ტრასპორტის და საფინანსო საქმიანობის დარგებში.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

წელს საქართველო მეექვსედ ირბენს მსოფლიოსთან ერთად

იმისთვის რომ ზურგის ტვინის დაავადება განკურნებადი გახდეს, საქართველო მეექვსედ ირბენს მსოფლიოსთან ერთად. მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქველმოქმედო გარბენი 5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ იმართება, რომელსაც მესამე წელია საქართველოს მთავრობა სრულად აფინანსებს. 
სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვია მსოფლიო რბენის სპორტული დირექტორი კოლინ ჯექსონი (სპრინტის მორბენალი, 110 მეტრზე თარჯმორბენალი, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული). 
მსოფლიო რბენისას შეგროვებული თანხით რამდენიმე ადამიანს დახმარება უკვე გაეწია. 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც, სამმა პაციენტმა შეძლო ხელებისა და საყრდენის გარეშე გავლა. 
ნებისმნოერ მსურვენლ მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად ონლაინ რეგისტრაციის გავლა 2 მაისამდე შეუძლია, მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს. 
2018 წლის დეკემბერში ჟურნალში „Nature and Neuroscience” გამოქვეყნდა კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ შვეიცარიელი მეცნიერები გრეგორი კორტინი (EPFL და CHUV/Unil) და ჟაკლინ ბლოხი (CHUV/Unil). კვლევაში სამი პაციენტი მონაწილეობდა და სამივე მათგანმა შეძლო ხელებისა და საყრდენის გარეშე გავლა. კვლევის პირველ ეტაპზე პაციენტებს ზურგის ტვინში უკაბელო იმპლანტი ჩაუდგეს, რომელიც ელექტრო სტიმულაციით უკავშირდებოდა პარალიზებულ ფეხის კუნთებს. ელექტრო სტიმულაციის კონტროლისთვის მეცნიერებმა შექმნეს საათი, რომელიც მფლობელის ხმაზე რეაგირებს და საჭიროების შემთხვევაში რთავს და თიშავს სტიმულატორს. კვლევიდან რამდენიმე კვირაში პაციენტებმა „ავტონომია“ მოიპოვეს ფეხის კუნთებზე. 5 თვიანი მუდმივი ვარჯიშის შედეგად კი მათ საყრდენის ან ხელის დაუხმარებლად გავლა შეძლეს.  კვლევის შემდეგი ეტაპი ელექტრო სტიმულატორის დაზიანების ადრეულ პერიოდში გამოყენებაა, როცა უფრო მეტია სრულად გამოჯანმრთელების შანსი.
2019 წლის მსოფლიო რბენისთვის მონაწილეების რეგისტრაცია  30 იანვარს დაიწყება და 2 მაისამდე გაგრძელდება ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.comსაქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ
imedinews.ge

იორმუღანლოში 28 წლის ბიჭმა სკოლის მოსწავლე ბიძაშვილი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ბი­ძაშ­ვი­ლი ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით მო­ი­ტა­ცა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შემ­თხვე­ვა იორ­მუ­ღან­ლოს თე­მის სო­ფელ ქე­შა­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. ამ სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა მა­მის დის­შვილ­მა მო­ი­ტა­ცა.
ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 წლის ბიჭ­მა გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან მა­შინ მო­ი­ტა­ცა, როცა ნა­თე­სა­ვის ოჯახ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. შემ­თხვე­ვა 27 იან­ვარს მოხ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლე სახ­ლში დღეს დი­ლით და­აბ­რუ­ნეს.
"ჩემი დის­შვი­ლია ეს გოგო. უკვე და­აბ­რუ­ნა პო­ლი­ცი­ამ სახ­ლში. მო­ტა­ცე­ბის დროს ჩემი და სახ­ლში არ იყო, აზე­რა­ბი­ჯან­ში იყო ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე. გო­გოს მამა გარ­დაც­ვლი­ლია და სახ­ლში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და ბავ­შვი. ბიჭი 28 წლი­საა და სო­ფელ თუ­ლარ­ში ცხოვ­რობს. უყ­ვარს ეს გოგო, მაგ­რამ ჩემს დის­შვილს არ უყ­ვარ­და, ამ­ბობ­და არ მინ­და მა­გის ცო­ლო­ბა, თავს მო­ვიკ­ლავ და მა­გას არ გავ­ყვე­ბიო" - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ნას ბი­ძამ ნა­მიქ ხო­ჯა­ევ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.
18 წლის სკო­ლის მოს­წავ­ლის მო­ტა­ცე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.
ambebi.ge

უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო რეგიონის ლიდერია

მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო რეგიონის ლიდერია. ამერიკული გამოცემა Global Finance-ის ცნობით, 9.68 მეასედი ქულით საქართველო 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში სომხეთი 62-ე, აზერბაიჯანი 71-ე, თურქეთი 107-ე, რუსეთი კი 108-ე ადგილზე არიან. ლიდერებს შორის მოხვდნენ: ისლანდია, ავსტრია, პორტუგალია, ფინეთი და შვეიცარია.
ყველაზე ცუდი შედეგი აქვთ ნიგერიას, სალვადორს, გვატემალას, იემენსა და ფილიპინებს. რეიტინგი ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით შედგა, როგორებიცაა კონფლიქტის შესაძლებლობა, ეკონომიკური განვითარების დონე, სტიქიური უბედურებების ალბათობა და მოქალაქეთა დაცულობის ხარისხი.
imedinews.ge

რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვის, გირაობის ან ქირაობის დროს. რეკომენდაცია

რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვის, გირაობის ან ქირაობის დროს. ამ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი არ გავხდეთ. 
ამ თემაზე „იმედის დღემ“ რეპორტაჟი მოამზადა და იურისტი მიიწვია.
საიას იურისტის მარიკა დუმბაძის თქმით, მათ თაღლითური სქემისგან დაზარალებული ბევრი მოქალაქე მიმართავს.
იურისტის განმარტებით, პრობლემა შეიძლება გამოიკვეთოს ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადების დროს, ასევე ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე. მარიკა დუმბაძე განმარტავს, რომ ყველაზე მთავარი აღსრულების ეტაპია.
„ჩვენ შეიძლება ვიდაოთ, წარმატებით დავასრულოთ საქმე, თუმცა მოვახერხებთ თუ არა მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ეს უკვე მეორე პრობლემური საკითხია. ჩვენ როდესაც ვიწყებით იძულებით სააღსრულებო წარმოებას, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ესენია: ქონების აღწერა, დაყადაღება, ქონების რეალიზაცია და შემდგომ კრედიტორის ანუ გამსესხებლის დაკმაყოფილება"- აცახდებს იურისტი. 
დუმბაძის განმარტებით, სწორედ აქ იკევეთება პრობლემა. კერძოდ, თუ პირს არა აქვს ქონება, იძულებითი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს 10 წლის განმავლობაში.
როგორც იურისტი აცხადებს, ქირავნობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ორივე მხარის მიერ საკუთარი ინტერესების რეალიზების მიზნით რისკების დაზღვევა უნდა მოხდეს.
„ეს რისკები შეიძლება დავაზღვიოთ სანოტარო წესით ხელშეკრულების დამოწმებით"-ამბობს იურისტი.
მარიკა აბულაძის თქმით,  ბინის ყიდვის, გირაობის ან ქირაობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობებთან გაცნობა.
„სასურველია ხელშეკრულება სანოტარო წესით უყოს დადებული ან დამტკიცებული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენს უფლებებსა და ვალდებულებებზე. იპოთეკის შემთხვევაში იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან"- აცხადებს იურისტი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რუმინეთში გრიპის ვირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა

რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში გრიპის ეპიდემიის შესახებ განაცხადა. გრიპის ვირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და მძიმეა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსი თებერვალშიც აქტიური იქნება. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ჩვენ ვაკონტროლებ ეპიდემიას. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შესყიდულია 30 000 ვაქცინა, რომელიც მედპუნქტებში გადანაწილდება“ -  Trend-ი რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრის სორინა პინტიას კომენტარზე დაყრდნობით. 
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უსაფრთხოების ზომები დაიცვან.  
იანვარში გრიპის ვირუსით რუმინეთში 54 ადამიანი გარდაიცვალა
imedinews.ge

Tuesday, January 29, 2019

საქალაქო პარკები, ახალი გზები, მიწისქვეშების მოწყობა... - რა პროექტები განხორციელდება თბილისში 2020 წლისთვის

2019-2020 წლებ­ში თბი­ლი­სის მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი რამ­დე­ნი­მე მას­შტა­ბურ პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია დღეს კახა კა­ლა­ძემ გა­მარ­თა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე წელს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩი­სა და მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ებს იწყებს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 18 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.
„ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია საკ­მა­ოდ ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, გვექ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი გზა, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ტენ­დერს ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვა­ცხა­დებთ. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2019 წლის ბო­ლოს­თვის მთლი­ა­ნად დას­რულ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.
მიმ­დი­ნა­რე წელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი შემ­დე­გი პრო­ექ­ტი გმირ­თა მო­ე­დან­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა გზა­გამ­ტა­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 800 000 ლა­რია;
ასე­ვე, იგეგ­მე­ბა დიღ­მის ჭა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი სა­ქა­ლა­ქო პარ­კის მო­წყო­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 11 620 192 ლა­რია. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2020 წელს დას­რულ­დე­ბა.
"შემ­დე­გი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი დიღ­მის ჭა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბაა. ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რს ვსა­უბ­რობთ ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, თუ რა უნდა გა­ა­კე­თოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა და მო­სახ­ლე­ო­ბამ, რათა არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ვას­წო­როთ. გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უკვე შე­მო­ვი­ღეთ, გა­ვამ­კაც­რეთ მიდ­გო­მა სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის შექ­მნას
არ­ცერ­თი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა არ გა­ცე­მუ­ლა ჩვე­ნი მხრი­დან მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბის ხარ­ჯზე და ა.შ. ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა იმას, რომ ბევ­რი მწვა­ნე სივ­რცე შევ­ქმნათ, გა­ვუფრ­თხილ­დეთ და მო­ვა­წეს­რი­გოთ უკვე არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე­ე­ბი. გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­შიც გა­წე­რი­ლია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ქა­ლა­ქო პარ­კე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. დიღ­მის ჭა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პარ­კის მო­წყო­ბის პრო­ექ­ტი უკვე არ­სე­ბობს და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვას გა­მო­ვა­ცხა­დებთ“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.
მიმ­დი­ნა­რე წელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პრო­ექ­ტებ­ში, სო­ფელ დი­ღომ­ში წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლის მო­წყო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბიც შე­დის, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 000 000 ლა­რია; 2019 წელს ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მუ­ხი­ა­ნის აგა­რა­კებ­ზე წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლის ეტა­პობ­რი­ვი მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში, 1 900 000 ლა­რია.
„სო­ფელ დი­ღომ­ში ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, რად­გან წყა­ლა­რი­ნე­ბის არა­ნა­ი­რი ქსე­ლი არ არ­სე­ბობს. შარ­შან ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვი­წყეთ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ეტა­პად არის და­ყო­ფი­ლი. იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს მუ­ხი­ა­ნის აგა­რა­კებ­ზე, სა­დაც ასე­ვე, არ არის საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ვერ მო­ე­წყო­ბა მა­ნამ, სა­ნამ ეს პრო­ექ­ტი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.
მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი 2019 წელს სას­ტუმ­რო „რე­დი­სო­ნის“ მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­საც ჩა­ა­ტა­რებს, რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტი 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. მეტ­რო­სად­გურ „რუს­თა­ვე­ლის“ მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო გა­სას­ვლე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე კი, 1.3 მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მიმ­დი­ნა­რე წელს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე - 45 000 000 ლარი, გარე გა­ნა­თე­ბის ქსე­ლის მო­წყო­ბა­ზე - 7 000 000 ლარი, ხოლო მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბა­ზე - 7 085 489 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა; მო­ნუ­მენ­ტის - „ადა­მი­ა­ნი და მზე“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 553 970 ლა­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტიც მიმ­დი­ნა­რე წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
ეს არის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის გზა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პირ­ველ ეტაპ­ზე, მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­თა­და­რი­გო ზო­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა და­ვი­წყეთ. ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლი უკვე შეც­ვლი­ლია. საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იქ­ნე­ბა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, მთლი­ა­ნად გა­ნახ­ლდე­ბა მწვა­ნე სა­ფა­რი და გა­ნა­თე­ბის ქსე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნუ­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას, ანა­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა გვაქვს - მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბი თა­ვი­დან არის შე­საქ­მნე­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­ე­წყო­ბა სარ­წყა­ვი სის­ტე­მა, გა­ნა­თე­ბა, შე­იქ­მნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ტბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქა­ლაქ­ში საკ­მა­ოდ ლა­მა­ზი სივ­რცე გაჩ­ნდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.
მიმ­დი­ნა­რე წელს ასე­ვე, იგეგ­მე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის (13 000 000 ლარი), ვე­კუა-ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი­სა (10 000 000 ლარი) და კან­დე­ლა­კის (1 600 000 ლარი) ქუ­ჩე­ბის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.
"და­გეგ­მი­ლი გვაქვს ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც, სა­დაც მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სრუ­ლად მო­წეს­რიგ­დე­ბა, რო­გორც საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ასე­ვე, მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და გარე გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა. ასე­ვე ვგეგ­მავთ, ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­ლის შექ­მნას იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფად და კომ­ფორ­ტუ­ლად გა­და­ად­გილ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.
2019 წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ასე­ვე, ვე­ტე­რან­თა, დას­ვე­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის პარ­კის (კიკ­ვი­ძე) სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4 900 000 ლა­რია.
"სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მოხ­დე­ბა პარ­კის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი სივ­რცე­ე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის, მო­ე­წყო­ბა ამ­ფი­თე­ატ­რი და ვე­ლო­ბი­ლი­კი. ამ და ყვე­ლა სხვა სა­ქა­ლა­ქო პარკში მო­ე­წყო­ბა სპორ­ტუ­ლი ზონა - ტრე­ნა­ჟო­რე­ბი, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.
გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, მდი­ნა­რე გლ­და­ნუ­ლა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხი­დე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს 4 000 000 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა.
კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც მიმ­დი­ნა­რე წელს იგეგ­მე­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩი­სა და წყნე­თის გზატ­კე­ცი­ლის (ბა­გე­ბი) და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბაა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.
„ესეც ორ­წლი­ა­ნი პრო­ექ­ტია. ყვე­ლამ იცის სა­ფეხ­მავ­ლო ხიდი, რომ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც შარ­შან გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ეს პრო­ექ­ტი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც ბა­გე­ბი­დან სა­ბურ­თა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბი­ლებს შე­უ­წყობს ხელს და ზო­გა­დად, არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას გან­ტვირ­თავს“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.
2019-2020 წლებ­ში ასე­ვე, იგეგ­მე­ბა დიდი დიღ­მი­სა (12 000 000 ლარი) და ვარ­კე­თი­ლის (12 000 000 ლარი) მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.
"ეს არის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრე­ბი, სა­დაც იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა, სა­ცუ­რაო აუზი, მე­დი­ა­თე­კა, კა­ფე­ე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა. ანა­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებს სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში ისევ წარ­მო­ვად­გენთ, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც მო­მა­ვალ წელს და­ვი­წყებთ“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.
გზა­გამ­ყო­ფი კუნ­ძუ­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 753 773 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა;
იგეგ­მე­ბა ასე­ვე, ვაშ­ლი­ჯვრის გზა­გამ­ტა­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2 700 000 ლა­რია.
კახა კა­ლა­ძემ მშრა­ლი ხი­დი­სა და ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტზეც ისა­უბ­რა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 9 900 000 ლა­რია.
„ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს მიმ­დე­ბა­რე არე­ა­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მათ შო­რის, დე­და­ე­ნის ბა­ღის. გვინ­და, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვა­წეს­რი­გოთ. მწვა­ნე სივ­რცე­ებს, რო­მე­ლიც დე­და­ე­ნის ბაღ­ში სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მო­წეს­რი­გე­ბა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბა. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ინ­ტე­რე­სი საკ­მა­ოდ დი­დია. ამას­თან, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დას­რულ­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში იქ­ნე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.
2019-2020 წლებ­ში მოხ­დე­ბა ფი­როს­მა­ნი­სა (50 000 000 ლარი) და გუ­დი­აშ­ვი­ლი-ფურ­ცე­ლა­ძის (45 000 000 ლარი) ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც.
"ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია საკ­მა­ოდ მსხვი­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ამ ქუ­ჩა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სახ­ლი ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რიგ­დე­ბა. აქაც ანა­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა გვაქვს. მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით და­წყე­ბუ­ლი, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მთლი­ა­ნად გვინ­და მო­ვა­წეს­რი­გოთ და გა­მო­ვას­წო­როთ" - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.
გორ­გა­სა­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, მდი­ნა­რე მტკვრის გას­წვრივ არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე, მიმ­დი­ნა­რე წელს 110 000 000 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა.
"გვინ­და, რომ მო­ვა­წყოთ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბი, გვი­რა­ბის ზე­მოთ კი, მწვა­ნე სივ­რცე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. ის­ტო­რი­ულ ად­გილ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია გამ­წვან­დე­ბა და მო­წეს­რიგ­დე­ბა. ასე­ვე, გვინ­და სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მეტ­რო­სად­გურ „ავ­ლა­ბარ­თან“ გა­და­ვა“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.
მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე, მე­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, საკ­რე­ბუ­ლო­სა და პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ
ambebi.ge