ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ პატიმრობის უზრუნველყოფით. აღნიშნული შუამდგომლობით, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს. ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მაია ბერიძეს- 10 000-ლარიანი, მარიამ ჩადუნელს - 2 000- ლარიანი, ანი აროშიძეს - 2 ათას ლარიანი, თენგიზ ირემაძეს - 3000- ლარიანი, ნონა ჟორჟაძეს - 2000 ლარიანი, გიორგი გასვიანს - 1 500 ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს - 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა. სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა
ambebi.ge
No comments:
Post a Comment