რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინსიტროში დაუდასტურეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დათხოვნილები არიან შსს-ს რიგებიდან, ხოლო მომხდარ ფაქტზე მოკვლევა ყველა მიმართულებით გრძელდება",-აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.
.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა განესაზღრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის მიერ წარდგენილი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერი ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა. 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პირი იძულებით მკურნალობას ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაივლის.
შეგახსენებთ, 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღის გამოყენებით 10 თებერვალს მოკლა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment