ბანგლადეშელმა ქალმა პირველი შვილის გაჩენის შემდეგ 26 დღეში ტყუპი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AsiaOne-ი ავრცელებს.
20 წლის არიფა სულთანს პირველი ვაჟი თებერვლის ბოლოს გაუჩნდა. ექიმებმა ვერ შენიშნეს, რომ იშვიათი ანომალიის გამო, ქალს მეორე საშვილოსნო ჰქონდა, რომელშიც კიდევ ორი ნაყოფი იზრდებოდა.
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 22 მარტს სულთანმა წყლები დაღვარა და ქალი სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში. საკეისრო კვეთის შემდეგ მან ჯანმრთელი გოგო და ბიჭი გააჩინა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment