მცირე ზომის თვითმფრინავის მფრინავს, რომელსაც ფეხბურთელი ემილიანო სალა დანიშნულების ადგილზე გადაჰყავდა, ღამით ფრენის უფლება არ ჰქონდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დევიდ აიბოტსონს შეზღუდული ტიპის ლიცენზია ჰქონდა, რომელიც მხოლოდ დღის განმავლობაში ფრენის უფლებას გულისხმობს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ღამით ხედვასთან დაკავშირებული ხარვეზები იყო.
28 წლის ფეხბურთელი ემილიანო სალას თვითმფრინავი, რომელიც ნანტესიდან კარდიფში მიფრინავდა, 21 იანვარს გაუჩინარდა. 8 თებერვალს, კატასტროფის ადგილზე სალას ცხედარი იპოვეს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახური კომენტარს არ აკეთებს
imedinews.ge
No comments:
Post a Comment