Facebook-მა ის ადამიანები დაბლოკა, რომლებიც „საშიშ ინდივიდებად“ მიიჩნია. ამის შესახებ BBC წერს.
სოციალურმა ქსელმა სიძულვილის ენაში InfoWars-ის ხელმძღვანელი ალექს ჯონსი, მისი ბრიტანელი რედაქტორი პოლ ჟოზეფ უოთსონი და ახალი ამბების სააგენტო Breitbart-ის რედაქტორი მილო იანოპულოსი დაადანაშაულა.
დასაბლოკი ადამიანების სიაში მოხვდა პოლიტიკურ რელიგიური მოძრაობა Nation of Islam-ის ლიდერი ლუის ფარახანიც. მიზეზი ანტისემიტური მოსაზრებების გამოხატვა გახდა.
Facebook-მა მანამდე ბრიტანეთში ანტიისლამური ჯგუფები დაბლოკა. აკრძალვები Facebook-ის კუთვნილ Instagram-ზეც გავრცელდება
imedinews.ge
No comments:
Post a Comment