ოკუპირებულ აფხაზეთში 21 ივლისს დაგეგმილი "საპრეზიდენტო არჩევნების" წინ, ადგილობრივ კლანებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა ისევ გამწვავდა. "ოპოზიციის ლიდერი", ჯანმრთელობის მოულოდნელად გაუარესების გამო, მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს. მას უეცრად მეტყველება წაერთვა, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ეს ინსულტის ნიშნებს არ ჰგავდა. სოხუმში ამბობენ, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს და ამის უკან, რაულ ხაჯიმბა და მისი კლანი დგას. ისინი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ე.წ. პრეზიდენტის კლანის "ოფიციალური ვერსიით", ასლან ბჟანიას მოსკოვში ვირუსული პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსს ინსულტი ჰქონდა, რის გამოც, მოსკოვში ნევროლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.
"არაოფიციალურად კი, ასლან ბჟანია, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდა, მოწამლეს. ბჟანიასთან ერთად, ზუსტად იმავე სიმტპომებით, მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს მისი დაცვის ორი წევრიც. შესაბამისად, თუ ბჟანიას ვირუსული პნევმონია ჰქონდა, იგივე ვერ ექნებოდათ მის დაცვის წევრებს", - წერს ekhokavkaza.com.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
თუმცა, მოსკოვში აფხაზი ექიმების ასოციაციამ გააკეთა გაცხადება, რომ ბჟანიას ვირუსი აქვს და მეტი არაფერი. ადგილობრივ მოსახლეობას ამ განცხადებამ ეჭვი კიდევ უფრო გაუმყარა - მათი თქმით, რაულ ხაჯიმბამ სიტუაციის გასანეიტრალებლად, ექიმებს პირდაპირ მოსთხოვა მსგავსი განმარტების გაკეთება.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ამ ფაქტის გარშემო უამრავი კითხვა არსებობს და ოდესმე ყველაფერი დამალული ცხადი ხდება, მთავარია, გვიანი არ იყოს.
"ჩვენი საზოგადოება შეეჩვია იმას, რომ ამა თუ იმ ლიდერს პოლიტიკურ პროცესებს სხვადასხვა გზებით ჩამოაშორებენ ხოლმე", - აღნიშნა მან.
შამბას განცხადებამ აფხაზი ექიმები აღაშფოთა. მათი თქმით, თუ მას კონკრეტული არგუმენტები აქვს, შეუძლია პირდაპირ ილაპარაკოს. როგორც აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი, რუსთამ ზანთარია აცხადებს, ჯერჯერობით ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან ცნობების შეგროვება გრძელდება, თუმცა, "რუსი ექიმების მიმართ უნდობლობის საფუძველი არ აქვთ".
eadaily.com-ის ცნობით, ასლან ბჟანია პირველ დღეებშივე მოსკოვში გადაიყვანეს, თუმცა, მისი მკურნალობის პროცესებს აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებდა.
რუს ექიმებზე დაყრდნობით, ისინი აცხადებენ, რომ ასლან ბჟანიას ჯანმრთე
ლობის მდგომარეობა გაუარესდა. "ბოლო მონაცემებით, მკურნალობა გრძელდება, ისევე, როგორც მისი მკურნალობის დინამიკაზე დაკვირვება", - ნათქვამია "ჯანდაცვის სამინისტროს" განცხადებაში.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ წლების წინანდელი სიტუაცია გაახსენდათ, როდესაც უეცრად ცუდად გამხდარი "პრეზიდენტი" სერგეი ბაღაფში, რომელიც ასევე მოსკოვში წაიყვანეს, უკან მკვდარი ჩამოასვენეს.
"21 ივლისამდე ასლან ბჟანია ფეხზე ვერ დადგება, ოპოზიციაში კი ახალი ლიდერის ძიებას დაიწყებენ, რაც მათ დაქსაქსავს და ის შედეგი დადგება, რაც ხაჯიმბას სურს... ბჟანია ან გადარჩება ან ვერ - ყავით ჰყავთ მოწამლული, - როგორც ამბობენ, კაცმა არ იცის რა ჩაუყარეს, თუ გამოძვრა, მთელი ცხოვრება მკურნალობა მოუწევს და დიდი ალბათობით პოლიტიკის თავი არ ექნება. დაცვის ორი წევრიც მიაყოლეს... ეს არის დღევანდელი აფხაზეთი", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ირაკლი სუხუმსკი".
"იცოდნენ, რომ ბჟანიას მოსახლეობა მხარს უჭერდა და ხაჯიმბას მასთან დიდი ბრძოლა მოუწევდა. იმ შემთხვევაში, თუ ასლან ბჟანია პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, ხაჯიმბას გამარჯვებისთვის სულ ცოტა შანსი რჩებოდა, რადგან ბოლო წლებია აფხაზეთში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. დიდი ალბათობით ჭაობი გაგრძელდება", - მიაჩნია მირანდა ბგანბას.
No comments:
Post a Comment