Friday, May 3, 2019

Facebook-მა „საშიში ინდივიდები“ დაბლოკა

Facebook-მა ის ადამიანები დაბლოკა, რომლებიც „საშიშ ინდივიდებად“ მიიჩნია. ამის შესახებ BBC წერს.
სოციალურმა ქსელმა სიძულვილის ენაში InfoWars-ის ხელმძღვანელი ალექს ჯონსი, მისი ბრიტანელი რედაქტორი პოლ ჟოზეფ უოთსონი და ახალი ამბების სააგენტო Breitbart-ის რედაქტორი მილო იანოპულოსი დაადანაშაულა. 
დასაბლოკი ადამიანების სიაში მოხვდა პოლიტიკურ რელიგიური მოძრაობა Nation of Islam-ის ლიდერი ლუის ფარახანიც. მიზეზი ანტისემიტური მოსაზრებების გამოხატვა გახდა. 
Facebook-მა მანამდე ბრიტანეთში ანტიისლამური ჯგუფები დაბლოკა. აკრძალვები Facebook-ის კუთვნილ Instagram-ზეც გავრცელდება
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment