Tuesday, June 18, 2019

ჰერპესის ვირუსი - მიზეზები, გამოცდილი სამკურნალო რეცეპტები და ექიმის რეკომენდაციები

ჰერ­პე­სი ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა და მცო­ცავს ნიშ­ნავს, რაც და­ა­ვა­დე­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ასა­ხავს. მე­დი­ცი­ნა ამ­ბობს, რომ ჰერ­პე­სის ვირუ­სი ერთი უჯრე­დი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­დის და გე­ნურ აპა­რატ­ში ინერ­გე­ბა. ჰერ­პეს­ვირუ­სე­ბის დიდი ოჯა­ხი არ­სე­ბობს. ამ ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის - ჩუ­ტყვა­ვი­ლა ერთხელ მა­ინც შეგ­ხვედ­რი­ათ. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მა­ინც მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვირუ­სია, რო­მე­ლიც კან­სა და ლორ­წო­ვან­ზე სი­თხით სავ­სე ბუშ­ტუ­კე­ბი­ან გა­მო­ნა­ყარს აჩენს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ვი­ნა­ი­დან ეს მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სი თავს ხში­რად მახ­სე­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად და­ა­ვა­დე­ბას კარ­გად ვიც­ნობ.
:

🙏 საქართველოს საპატრიარქო


ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­ლი ვირუ­სი იქ სა­მუ­და­მოდ რჩე­ბა და პე­რი­ო­დუ­ლად მწვავ­დე­ბა. ადა­მი­ანს იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ე­მა­ტოს. სტა­ტის­ტი­კა ამ­ბობს, რომ სამ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის ორი მე­სა­მე­დი ჰერ­პეს­ვირუ­სი­თაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ჰერ­პე­სი ჩნდე­ბა იმ ორ­გა­ნიზ­მში, სა­დაც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სუს­ტია.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სა­ერ­თოდ კი ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­ლი ვირუ­სი ნერ­ვულ და­ბო­ლო­ე­ბებ­ში სახ­ლდე­ბა და ცხოვ­რობს იქ, სა­ნამ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა არ და­სუს­ტდე­ბა.
მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სი ტუ­ჩე­ბის "აფეთ­ქე­ბით" იწყე­ბა. გა­მო­ნა­ყარს წინ უძღვის - ქა­ვი­ლი, წვა, სუს­ტი ტკი­ვი­ლი და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ჩნდე­ბა წვრი­ლი ბუშ­ტუ­კე­ბი. ლორ­წო­ვან გარსზე ბუშ­ტუ­კე­ბი 3 დღემ­დე რჩე­ბა, კან­ზე - ერთ კვი­რამ­დე. ისი­ნი თან­და­თან შრე­ბა, ხმე­ბა და ქერ­ქით იფა­რე­ბა. ბო­ლოს ქერ­ქიც ძვრე­ბა და ვარ­დის­ფერ ლა­ქას ტო­ვებს. ლაქა მეტ­ხანს რჩე­ბა, ვიდ­რე გა­მო­ნა­ყა­რი, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ისიც ლაგ­დე­ბა.
ბუშ­ტუკ­მა ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლას იცის გა­მოს­ვლა, მაგ­რამ ჰერ­პე­სუ­ლი გა­მო­ნა­ყა­რი შე­საძ­ლოა გაჩ­ნდეს ლო­ყე­ბი­სა და ცხვი­რის ლორ­წო­ვან­ზე, თი­თებს შო­რის, სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თოა თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბა - შე­საძ­ლოა, საქ­მე სიბრმა­ვემ­დე მი­ვი­დეს... როცა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია, ჰერ­პე­სუ­ლი ბუშ­ტუ­კე­ბის წარ­მოქ­მნას­თან ერ­თად, ტემ­პე­რა­ტუ­რაც მა­ტუ­ლობს. გა­მო­ნა­ყა­რი მტკივ­ნე­უ­ლია. ასეთ დროს ადა­მი­ან­მა ექიმს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს.
ჰერ­პე­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნე­ბენ ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და იმუ­ნი­ტე­ტის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც პა­ცი­ენტს ექი­მი ურ­ჩევს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რო­გორც ამ­ბო­ბენ, კა­ნი­სა და ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბის სწრაფ აღ­დგე­ნას ხელს უწყობს ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა და ქაც­ვის ზე­თის ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა.
ჰე­რე­სით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ინ­ფექ­ცია სხვა­საც რომ არ გა­დას­დოს, პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა უნდა და­იც­ვას. უნდა ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი პირ­სა­ხო­ცი, ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­საც სხვე­ბი არ შე­ე­ხე­ბი­ან.
ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის წა­კი­თხვა ექიმ თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის წიგნ­შიც "კა­რა­ბა­დი­ნი" შე­გიძ­ლი­ათ, სა­დაც არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო რე­ცეპ­ტია თავ­მოყ­რი­ლი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნი­დან:
"ტუჩ­ზე გა­მო­ნა­ყა­რი თით­ქმის ყო­ვე­ლი გა­ცი­ვე­ბის შემ­დეგ მიჩ­ნდე­ბა. რო­გორც ექიმ­მა მი­თხრა, ამას მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სი ჰქვია. გა­მო­ნა­ყარ­თან ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო და სწრა­ფი მე­თო­დია ყი­ნუ­ლი: რო­გორც კი იგ­რძნობთ ჰერ­პე­სის პირ­ველ ნიშ­ნებს - შე­წით­ლე­ბა­სა და ქა­ვილს, მა­შინ­ვე და­ი­დეთ იმ ად­გილ­ზე ნა­ჭე­რი და 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცვა­ლეთ. ეს ტი­ბე­ტუ­რი მე­თო­დია და 100%-იან შე­დეგს იძ­ლე­ვა. ორ­ჯერ გა­მო­ვი­ყე­ნე და წარ­მა­ტე­ბით - გა­მო­ნა­ყა­რი აღარ გან­ვი­თარ­და. მაგ­რამ ამ მე­თოდს ნაკ­ლიც აქვს: ჯერ ერთი, არ უნდა გა­მო­გე­პა­როთ გა­მო­ნა­ყა­რის და­სა­წყი­სი ეტა­პი, როცა ყი­ნუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტი­ა­ნია და მე­ო­რეც - სა­ჭი­როა ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ცი­ვარ­თან ჯდო­მა და ყი­ნუ­ლის გა­მოც­ვლა. ამი­ტომ ვე­ცა­დე, სხვა ხალ­ხუ­რი რე­ცეპ­ტიც მე­პო­ვა და მი­ვა­გე­ნი: ნივ­რის კბი­ლი გა­ჭე­რით და გაჭ­რი­ლი ზე­და­პი­რით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­ვით ჰერ­პე­სუ­ლი გა­მო­ნა­ყა­რის არე­ში.
გარ­და ამი­სა, შე­უ­რი­ეთ 250 გ ჭარხლის, 2 ცალი სტა­ფი­ლოს, 1 ვაშ­ლი­სა და 1 კონა ოხ­რა­ხუ­შის წვე­ნი და სვით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ ნა­რევ­ში იმუ­ნი­ტე­ტის­თვის სასრგებ­ლო ბევ­რი ვი­ტა­მი­ნი და მი­ნე­რა­ლია – იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰერ­პე­სის დროს".
პა­ტი­ვის­ცე­მით გუ­ლი­კო ფ.
ექი­მი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის ("ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" რე­დაქ­ტო­რი) კო­მენ­ტა­რი:
- ტუ­ჩის ვირუ­სი ჰერ­პეს­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­მო­ნა­ყა­რია. იგი იმ შემ­თხვე­ვა­ში ვი­თა­დე­ბა, როცა ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნი­ტე­ტი სუს­ტდე­ბა. იმუ­ნი­ტე­ტის და­სუს­ტე­ბის მი­ზე­ზი კი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, დღის რე­ჟი­მი­სა და კვე­ბის რა­ცი­ო­ნის ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვა. გა­მო­ნა­ყა­რი გა­ცი­ვე­ბი­სას იმი­ტომ ვლინ­დე­ბა, რომ ე.წ. რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია კი­დევ უფრო აძა­ბუ­ნებს ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნი­ტეტს.
ახლა მკი­თხვე­ლის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი გან­ვი­ხი­ლოთ: ყი­ნუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა და­დე­ბით შე­დეგს მოგ­ცემთ, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი ან­თე­ბით-ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის დროს ცი­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ან­თე­ბი­თი და შე­შუ­პე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რომ არ გა­მო­იწ­ვი­ოს ნერ­ვის ან­თე­ბა.
ნი­ორ­ში შე­მა­ვალ ეთერ­ზე­თებს მარ­თლაც გა­აჩ­ნია ან­ტი­ვირუ­სუ­ლი და ან­ტი­ან­თე­ბი­თი მოქ­მე­დე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცო­ცხა­ლი ბოსტნე­უ­ლის ახალ­გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნის მი­ღე­ბა, რად­გან ასე­თი წვე­ნი უდა­ვოდ გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს იმუ­ნი­ტეტს და თა­ვად ორ­გა­ნიზ­მიც შე­ებ­რძო­ლე­ბა ჰერ­პეს­ვირუ­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას.
აი, კი­დევ რას წერს ერთ-ერთი მკი­თხვე­ლი:
"წლე­ბის წინ გავ­ცივ­დე­ბო­დი თუ არა, ტუ­ჩებ­სა და ცხვი­რის ნეს­ტო­ე­ბის ქვეშ მიჩ­ნდე­ბო­და ჰერ­პე­სუ­ლი გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლიც იყო და კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რეგ­ნო­ბა­საც მი­მა­ხინ­ჯებ­და. ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ ამ გა­მო­ნა­ყარს ჰერ­პე­სის ვირუ­სი იწ­ვევს, რო­მე­ლიც თურ­მე ორ­გა­ნიზ­მში თვლემს და იმ შემ­თხვე­ვა­ში აქ­ტი­ურ­დე­ბა, როცა ადა­მი­ა­ნი სტრესს გა­და­ი­ა­ტანს ან იმუ­ნი­ტე­ტი უსუს­ტდე­ბა.
უკვე კარ­გა ხა­ნია ჰერ­პე­სი აღარ გამმწვა­ვე­ბია და ამას იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბით მი­ვაღ­წიე. იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა კი მა­ნამ­დე უნდა და­ი­წყოთ, ვიდ­რე და­ა­ვა­დე­ბა გან­ვი­თარ­დე­ბა, ამის­თვის ყო­ველ­წლი­უ­რად თე­ბერ­ვლის შუა რიცვხე­ბი­დან ვი­წყებ ექი­ნა­ცე­ის ნა­ყე­ნის მი­ღე­ბას - ვსვამ 20-20 წვეთს დღე­ში სამ­ჯერ. ამი­ტომ ავად აღარ ვხდე­ბი. ჰერ­პე­სის დაძ­ლე­ვა­ში კი კრა­ზა­ნის ზეთი და­მეხ­მა­რა. მისი დამ­ზა­დე­ბა ასე­თი რე­ცეპ­ტით ხდე­ბა:
100 გ ბა­ლა­ხი და­ა­ქუც­მა­ცეთ, და­ას­ხით 1 ჩ/კ ზე­ი­თუ­ნის ზეთი, ჩა­ად­გით ნა­ხე­ვარ სა­ა­თი მდუ­ღა­რე წყლის აბა­ზა­ნა­ში, შემ­დეგ მო­ა­თავ­სეთ ბნელ ად­გი­ლას, 10-12 დღე და ამის შემ­დგომ გა­და­წუ­რეთ. ეს ზეთი შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ და­ჟე­ჟი­ლო­ბი­სას, გა­რე­გა­ნი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბის, მცი­რე ზო­მის ჭრი­ლო­ბე­ბის არე­ში შე­სა­ზე­ლად, ასე­ვე ამ ზე­თით უნდა და­ი­ზი­ლოთ ჰერ­პე­სით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლი - რაც შე­იძ­ლე­ბა ხშირ-ხში­რად. საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნია ჰერ­პე­სის სამ­კურ­ნა­ლოდ ასე­თი სა­ცხიც: მრა­ვალ­ძარ­ღვას ფოთ­ლე­ბი დაფ­ქვით და აუ­რი­ეთ ერ­ბო­ში ისე, რომ მი­ი­ღოთ სქე­ლი მასა. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით და­ვას­კვე­ნი, რომ ჰერ­პე­სის დროს მთა­ვა­რია, დრო არ და­კარ­გოთ და მცი­რე გა­მო­ნა­ყა­რის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მას­ზე რა­ი­მე სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა (თუნ­დაც ჩემ მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი) წა­ის­ვათ. შე­დე­გად - გა­მო­ნა­ყა­რი მა­ლე­ვე ხმე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა აღარ რთულ­დე­ბა და კანი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ ზი­ან­დე­ბა".
ა. ლა­ბა­ძე
ექი­მი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი:
- კრა­ზა­ნა მდი­და­რია ფლა­ვო­ნო­ი­დე­ბით, ფლუ­ო­რეს­ცენ­ცი­უ­რი და სა­ღე­ბა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, კა­რო­ტი­ნით, ეთერ­ზე­თე­ბით, ნი­კო­ტი­ნის და ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვე­ბით და P ვი­ტა­მი­ნე­ბით, ქო­ლი­ნით, სა­პო­ნი­ნე­ბით, სპირ­ტე­ბით, ალ­კა­ლო­ი­დე­ბით, სხვა ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით.
კრა­ზა­ნის პრე­პა­რა­ტებს მრა­ვალ­მხრი­ვი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა აქვს. მათ შო­რის, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ძლი­ე­რი ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი, ან­ტი­ან­თე­ბი­თი, ნაღ­ველმდე­ნი, კენ­ჭსა­წი­ნა­აღ­მდე­გო, სა­პაზ­მე­ბის მომხსნე­ლი კა­პი­ლა­რე­ბის კედ­ლე­ბის გა­მა­მაგ­რე­ბე­ლი ეფექ­ტი, კრა­ზა­ნა ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხახა-სა­სის კუჭ­ნაწ­ლა­ვის, ღვიძ­ლი­სა და თირკმე­ლე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. ამ მცე­ნა­რის ნა­ყე­ნით მკურ­ნა­ლო­ბენ პი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნის ან­თე­ბით პა­თო­ლო­გი­ებს, გინ­გი­ვი­ტებს, სტო­მა­ტი­ტებს.
კრა­ზა­ნის ნა­ყე­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა აგ­რეთ­ვე გა­რე­გა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბის (პა­ნა­რი­ცი­უ­მის, ფლეგ­მო­ნის, აბსცე­სის, ფუ­რუნ­კუ­ლის, კარ­ბუნ­კუ­ლის, ტრო­ფი­კუ­ლი წყლუ­ლის, დამ­წვრო­ბის) სამ­კურ­ნა­ლოდ. მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მცე­ნა­რის ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ ქსო­ვილ­თა რე­გე­რა­ცი­ულ და ჭრი­ლო­ბის შე­მა­ხორ­ცე­ბელ თვი­სე­ბებ­თან.
ლალი ფა­ცია

No comments:

Post a Comment