Tuesday, June 11, 2019

რუსი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის საქმეს გენერალური პროკურატურა შეისწავლის

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმის მასალები გამოითხოვა. ამის შესახებ Euronews-ი ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება. 
სერგეი ბადამშინის განმატებით, ამ ეტაპზე საუბარი არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე - პროკურატურა მხოლოდ გამოძიების მუშაობას შეამოწმებს.
გამოცემა Меduza-ს კორესპონდენტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ფლობასა და გასაღების ფაქტზე წარუდგინეს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 
რუსი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოველი მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეს იძიებდა, პოლიციამ 6 ივნისს მოსკოვში დააკავა8 ივნისს მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
36 წლის ივან გოლუნოვი Меduza-ს კორესპონდენტია. გამოძიების ცნობით, დაკავებისას მას ნარკოტიკული საშუალების შეკვრა აღმოუჩინეს, მეორე პაკეტს კი ჟურნალისტის სახლში მიაგნეს. 
დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა Meduza-ს ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment