Pages
▼
Friday, August 30, 2019
საქართველოში წვიმა და შტორმია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აგვისტოს დღის ბოლოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
akhalitaoba.ge
წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. 👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ. "2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მე ვულოცავ თითოეულს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 71%-ია ჩარიცხული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა კი მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა. ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევებში, როცა პროგრამაზე მაღალი კონკურსი იყო ან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ მათ პროგრამების არჩევა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ კურსებზე სურდათ სწავლის გაგრძელება და არა სხვა პროგრამებზე. ამის შედეგადაც მოხდა ასე, რომ ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერსად ჩაირიცხნენ. რაც შეეხება აპელაციებს, დაახლოებით აპლიკანტთა 2%-მა შემოიტანა აპელაციის განაცხადი და მათგან 648 აპლიკანტს შეეცვალა შეფასება", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. მანვე აღნიშნა, რომ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 2019 წელს 1335 აბიტურიენტი ჩაირიცხა. გორგოძის თქმითვე, აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ შედეგები ნიშნავს მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვებას და არა - ჩარიცხვას. "ეს ინფორმაცია, რასაც ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, არ ნიშნავს ჩარიცხვას, არამედ ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება, ჩარიცხვის წინაპირობა. აბიტურიენტები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩაირიცხნენ, დადგენილ ვადებში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებიან ჩარიცხულად. ამას ხაზს ვუსვამთ, რადგან ყოფილა შემთხვევები, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ აბიტურიენტი ფიქრობს, რომ ის ავტომატურადაა ჩარიცხული სასწავლებელში, თუმცა სწავლის დაწყების დროს აღმოაჩენს, რომ ჩარიცხული არ არის", - აღნიშნა სოფიო გორგოძემ. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ წლის მთავარ სიახლეს წარმოადგენდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი მონიშნა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრა, ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადდა. შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო - მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. interpressnews.ge
წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.
"2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მე ვულოცავ თითოეულს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 71%-ია ჩარიცხული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა კი მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა. ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევებში, როცა პროგრამაზე მაღალი კონკურსი იყო ან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ მათ პროგრამების არჩევა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ კურსებზე სურდათ სწავლის გაგრძელება და არა სხვა პროგრამებზე. ამის შედეგადაც მოხდა ასე, რომ ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერსად ჩაირიცხნენ. რაც შეეხება აპელაციებს, დაახლოებით აპლიკანტთა 2%-მა შემოიტანა აპელაციის განაცხადი და მათგან 648 აპლიკანტს შეეცვალა შეფასება", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 2019 წელს 1335 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
გორგოძის თქმითვე, აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ შედეგები ნიშნავს მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვებას და არა - ჩარიცხვას.
"ეს ინფორმაცია, რასაც ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, არ ნიშნავს ჩარიცხვას, არამედ ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება, ჩარიცხვის წინაპირობა. აბიტურიენტები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩაირიცხნენ, დადგენილ ვადებში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებიან ჩარიცხულად. ამას ხაზს ვუსვამთ, რადგან ყოფილა შემთხვევები, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ აბიტურიენტი ფიქრობს, რომ ის ავტომატურადაა ჩარიცხული სასწავლებელში, თუმცა სწავლის დაწყების დროს აღმოაჩენს, რომ ჩარიცხული არ არის", - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება.
ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ წლის მთავარ სიახლეს წარმოადგენდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი მონიშნა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრა, ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო - მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
interpressnews.ge
Sunday, August 25, 2019
პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან განთავისუფლების 75 წლისთავს ზეიმობს
საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წლისთავს აღნიშნავს, ამის შესახებ france24-ი წერს.
.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ქალაქი 1944 წლის 25 აგვისტოს ფრანგების აჯანყების შედეგად გათავისუფლდა და 1500 დღიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკზე ნაცისტური სვასტიკის ნაცვლად საფრანგეთის დროშა აფრიალდა.
1944 წლის 18 აგვისტოს საფრანგეთის კომუნისტური ძალების (FFI) ხელმძღვანელმა ანრი როლ-ტანგმა აჯანყების ბრძანება გასცა. მეორე დღეს შარლ დე გოლის ფრაქციამ ანალოგიური ბრძანება გასცა. 19 აგვისტოს მეტრო და რკინიგზა გაიფიცა. აჯანყებულებს შეუერთდა საფრანგეთის პოლიციაც. ხალხის მცირე ჯგუფები თავს ესხმოდნენ ნაცისტებს. ქუჩაში სისხლისმღვრელი დაპირისპირებები გახშირდა.
პარიზში 1944 წლის აგვისტოში 16 000 გერმანელი ჯარისკაცი იმყოფებოდა და 80 ტანკი. 8 დღიანი დაპირისპირების შემდეგ გერმანელები დანებდნენ. პარიზის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში 3 200 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა. საფრანგეთის მხარეს კი 156 და 600 მშვიდობიანი მოქალაქე.
შარლ დე გოლი 25 აგვისტოს პარიზის მერიაში მივიდა და თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა.
imedinews.ge
Saturday, August 24, 2019
ფინეთში შექმნეს სუნამო, რომელსაც ადამიანის ოფლის არომატი აქვს
ფინეთში შექმნეს ახალი სუნამო, რომელსაც ადამიანის ოფლის სუნის არომატი აქვს, ამის შესახებ Flash Nord-ი წერს.
გამოცემის ცნობით ეს არმატი სააგენტო Mirum Helsinki-მ წარადგინა. ტრადიციული ელემენტების გარდა სუნამოს შემადგენლობაში ორგანიზაციის ყველა თანამშრომლის ოფლის წვეთი შევიდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სუნამოს შექმნაზე შემოქმედებითმა ჯგუფმა ენთუზიაზმით იმუშავა.
გამოცემის ცნობით, ეს სუნამო მათთვისაა განკუთვნილი, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება და სამსახურში მიიღეს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
Friday, August 23, 2019
რას დაკარგავს მსოფლიო ამაზონის ხანძრების შედეგად? - გარემოსდამცველები კატასტროფის მძიმე შედეგებზე
ამაზონის ტყეებში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. იწვის ის, რაც პლანეტის ფილტვების სახელით არის ცნობილი და ცეცხლი ყოველდღიურად ამცირებს იმ ჟანგბადის რაოდენობას, რომელიც ასე საჭიროა ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ტყესთან ერთად ნადგურდება ბიომრავალფეროვნებაც, იწვიან ცხოველები და ფრინველები. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული გულისამაჩუყებელი ფოტოსურათების უმეტესობა, რომლებიც ცეცხლში გახვეულ ცხოველებსა და მათ ტანჯვას ასახავს, და რომლებსაც ხშირ შემთხვევაში, დართული აქვს ჰეშთეგი #PrayforAmazonas, რამდენიმე წლის წინ, სხვა ხანძრების დროს არის გადაღებული და მათზე ასახული ადგილები ბრაზილიაში სულაც არ არის
🙏 საქართველოს საპატრიარქო
მიმდინარე წელს ამაზონის ტყეში ხანძრების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის განმარტებით, თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს ხანძრის რაოდენობამ 2018 წელთან შედარებით 85%-ით მოიმატა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ოფიციალური რიცხვების თანახმად, 2019 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბრაზილიაში 75 ათასზე მეტი ტყის ხანძარი დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ და ნამდვილად აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს, როდესაც ხანძრების რაოდენობა 40 ათასი იყო.
ამაზონის ტყეში ხანძარი გავრცელებული მოვლენაა და ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხშირად ჩნდება კიდეც, თუმცა გარემოს დაცვის სპეციალისტი კახა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ხანძრები ადამიანის მიერ განგებ იყოს გაჩენილი:
"ადამიანი ძალიან დაინტერესბულია ამ ტყეებით და დაინტერესებულია, როგორც მერქნით, რომლის მოპოვებაც იქ შეიძლება, ასევე იმ ფართობით, რომელიც ამ ტყეს უჭირავს.
არ ვიცი, ალბათ, არ არის გამორიცხული, რომ განზრახ მოწყობილი მცირე ხანძრებიც იყოს, რამაც საბოლოოდ, ამ მასშტაბურ ხანძრამდე მიიყვანა ტერიტორია, იმიტომ რომ ძალიან აქტიური ათვისება ხდება ამ ადგილების სამეურნეო მიზნებისთვის, ძალიან დიდი რესურსებია ამ ნიადაგებში და ინტერესიც საკმაოდ დიდია.
ამაზონის ტყეები არის ბიომრავალფეროვნების თავშესაფარი, სადაც მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დაახლოებით 10%-ია თავმოყრილი. კლიმატის ცვლილების გამოწვევების ფონზე, ეს არის ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც ტყეები შთანთქავენ ნახშიროჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს. ამაზონის ტყე თავის თავში იტევს ძალიან დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგს და ხანძრების შედეგად, ასეთი დიდი ღირებულება იკარგება მსოფლიოსთვის" - ამბობს კახა ბახტაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.
ვიკიპედიას მიხედვით, ამაზონის ტყე ჟანგბადის მთელი რაოდენობის 20%-ს გამოყოფს, შესაბამისად ის ზარალი, რომელიც პლანეტას მიადგება, უკვე ცხადია, თუმცა ამის გარდა კახა ბახტაძის თქმით, ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რომ პლანეტა ბიომრავალფეროვნებას კარგავს:
"გვაქვს სახეცვლილი ეკოსისტემები, ამ ეკოსისტემებში ცხოვრება ძალიან რთულია. სახეცვლილ ეკოსისტემებს თან ერთვის სხვა ცვლილებები გარემოში - ეს შეიძლება იყოს გააქტიურებული ბუნებრივი კატასტროფები, წყლისა და ნიადაგის რესურსების კარგვა. ძალიან ბევრი ცვლილება შეიძლება მოხდეს. ბიომრავალფეროვნება იკარგება და ამას ძალიან მძიმე შედეგი ექნება ადამიანისთვის" - განმარტავს ეკოლოგი.
ამაზონის ტყის ეკოლოგიურ მნიშვნელობაზე საუბრისას "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, რომ ტყეები და ტყის მასივები ერთადერთი საშუალებაა, რასაც შეუძლია, კლიმატის ზემოქმედება შეამციროს. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ტყეების მასივები გაშენდეს, რათა მოხერხდეს სითბური ეფექტის ზემოქმედების შემცირება.
გარემოსდამცველები მსოფლიოს მასშტაბით დღეს ამაზონის ტყეებში მიმდინარე პროცესებს ბრაზილიის პრეზიდენტის რიტორიკას უკავშირებენ, რომელიც მათი თქმით, ტყის ჩეხვის პროცესების გააქტიურებას უწყობს ხელს. პასუხის გარეშე აქტივისტები არც ბრაზილიის პირველმა პირმა დატოვა და გარემოსდამცველები ხანძრის განგებ გაჩენაში დაადანაშაულა, რათა ბრაზილიის ხელისუფლების დისკრედიტაცია მოეხდინათ...
იქამდე სანამ პასუხისმგებელი პირები ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებულნი, ის გარემო იწვის, რომელიც დაახლოებით 3 მილიონი სახეობის ცხოველსა და მცენარეს იფარებს, მილიონამდე აბორიგენის სახლია და რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნახშიროჟანგს შთანთქავს...
მთავარ ფოტოზე: 13 აგვისტოს გადაღებული სატელიტის გამოსახულება აჩვენებს რამდენიმე ხანძრის კერას ბრაზილიის ამაზონის ტყეში
ambebi.ge
ინდოელი ცოლს საღეჭი რეზინის გამო გაშორდა
ინდოეთში, უტარ-პრადეშის ქალაქ ლაკნაუში კაცმა განქორწინება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ცოლმა საღეჭ რეზინზე უარი თქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
სეიდ რეშიდი და მისი 30 წლის ცოლი 19 აგვისტოს სასამართლო მოსმენაზე მივიდნენ. ქალმა იურისთან კონსულტაცია მას შემდეგ გაიარა, რაც ქმარმა მას საღეჭი რეზინი შესთავაზა. უარის თქმამ კაცი წყობიდან გამოიყვანა, მან 3-ჯერ წამოიძახა სიტყვა „ტალაკი“, რაც განქორწინებას ნიშნავს და ისლამური კანონების თანახმად იმას ნიშნავს, რომ ის ცოლს გაშორდა, რომელზეც 2004 წელს იქორწინა.
რაშიდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მას 3 წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.
სამმაგი ტალაკი მუსლიმებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ქმარს უფლება აქვს, რომ სიტყვა ტალაკის (განქორწინების) სამჯერ წარმოთქმის შემთხვევაში ცოლს მომენტალურად გაშორდეს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
Euronews-ი: დედამიწაზე ჟირაფები ქრებიან
ჟენევაში, მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ცხოველების იშვიათი ჯიშების დაცვას ეხება, გადაწყდა, რომ ველურ ბუნებაში ჟირაფები დაიცვან, ამის შესახებeuronews-ი წერს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გამოცემის ცნობით, შესაძლოა ჟირაფის ხორცის, ძვლის და ტყავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდეს. საბოლოო ვერდიქტი ამ საკითხზე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რის შემდეგაც გაეროს კონვენციაში ცვლილება შევა.
„ჟირაფები დედამიწაზე თანდათან ქრებიან. პლანეტაზე სულ 100 000 ჟირაფი ბინადრობს, აქედან 70 000 აფრიკაშია“, - ამბობს ბუნების საერთაშორისო დამცველი ფრედ ბერკოვიჩი.
მსოფლიოში ჟირაფების შემცირების შესახებ განცხადება ჟენევაში მიმდინარე მსოფლიო კონფერენციაზე 6-მა აფრიკულმა ქვეყანამ გააკეთა. მათი სტატისტიკით ბოლო 30 წლის განმავლობაში ჟირაფების გამრავლება 30-40%-ით შემცირდა. მიზეზი ბრაკონიერები და ეკოლოგიური პრობლემებია.
1990 წლიდან 2018 წლამდე მსოფლიოში ჟირაფების რაოდენობამ 40%-ით იკლო. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.
imedinews.ge
Euronews-ი: უნგრეთი სიღარიბის ზღვარზეა
უნგრეთში სიღარიბის ზღვარი 256 ევროა. მაგრამ ღარიბი მოსახლეობის შემოსავალი ამ მაჩვენებელზე 25%-ით მცირეა, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
მოსახლეობის სიღარიბის მედიანა ევროკავშირში ყველაზე მარალი 2017 წელს რუმინეთში იყო, ყველაზე დაბალი კი ფინეთში. 2017 წლიდან სიღარიბის მაჩვენებელმა ზრდა უნგრეთში დაიწყო. ამავდროულად ქვეყანაში ყველაზე ღარიბი მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯები (უნგრეთის მოსახლეობის 20%) ყველაზე მდიდრების ხარჯებზე 4 -ჯერ ნაკლებია.
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ევროზონის 19 ქვეყანაში მშპ-ს ზრდის ტემპი შენელდა და 0,2% შეადგინა. 2019 წლის იანვრიდან- მარტამდე ევროზონაში ეკონომიკა 0,4%-ით იზრდებოდა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი VI (ოჯახი)
შვილო დათო, ცხოვრებაში ვერაფერი ისეთი ვერ შევქმენი, რომ ჩემით იამაყო. ახალგაზრდა როცა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ბევრი დრო მქონდა, არაფერს ვჩქარობდი, დროსტარების გარდა არაფერი მიკეთებია. როცა მე და დედაშენი დავქორწინდით, ვერ ვიტყვი, რომ მერე ძალიან შევიცვალე-თქო. მუშაობა დავიწყე, მაგრამ მეტწილად ვაცდენდი სამსახურს, რასაც ვიშოვიდი ოჯახს ნაკლებად ვახმარდი. ვაღიარებ, რომ ცუდი ქმარი ვიყავი.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
როცა შენ გაჩნდი, მერე უფრო შევიცვალე. გაგონილი მქონდა, რომ ასე ხდებოდა, მაგრამ ასეთი ცვლილება ნამდვილად არ მეგონა. ცუდი პერიოდი დაემთხვა შენს დაბადებას, ბნელი 90-იანი წლები. მაშინ უკვე მივხვდი, რომ ოჯახი პირველ პლანზე უნდა დამეყენებინა, მაგრამ უკვე გარემო აღარ მაძლევდა საშუალებას. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა, მაგრამ ყველანაირად ვეცადე იმ დროისათვის ყველაზე ცუდისთვის, ქუჩისთვის ამერიდებინე. სწავლა შეგაყვარეთ მე და დედამ, თუმცა ალბათ, უფრო დედაშენმა.
“
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ახლა 24 წლის ხარ. ყოველდღე ველოდები, რომ რძალს მომაყენებ კარზე, თუმცა სიტყვა ვერ დაგაცდენინე, გყავს თუ არა უკვე შერჩეული ვინმე.
როცა ამ დღიურს ნახავ, ცოტა რამ იქნებ მაინც გაითვალისწინო ჩემი რჩევები. ოჯახს გაუფრთხილდი.
.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბევრ მეგობარს უთქვამს თავის სახლზე, ეს შენიცააო, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს, რომ არასდროს შინ არ ხარ, როცა ოჯახთან არ ხარ და შეიძლება ოჯახთან ერთად ღია ცის ქვეშაც სახლში იყო. შეიძლება, ახლა სულელურად მოგეჩვენოს ეს ნათქვამი, მაგრამ დრო მოვა და იქნებ, გაგახსენდეს კიდეც ეს სიტყვები.
ოჯახის ცუდი გარეთ არ გაიტანო. ოჯახი ციხე- სიმაგრეა და მისი სისუსტე მისი საიდუმლო უნდა იყოს.
როცა გაგიჭირდება, იცოდე, რომ პირველი მაშველი რგოლი ოჯახია. არ ვამბობ, რომ მეგობრები და ძმაკაცები გვერდში არ დაგიდგებიან, მაგრამ ოჯახი უფრო მტკიცეა.
როცა წარმატებას მიაღწევ, ნუ იფიქრებ, რომ ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა. დაფიქრდი, რამხელა წვლილი მიუძღვის ამაში შენს ოჯახს.
ოჯახის გარეშე ძნელია რამეს მიაღწიო, ძნელია თავს მყარად გრძნობდე, მგონია, რომ ოჯახის გარეშე დიდხანს მყოფ ადამიანს სიყვარულიც კი უჭირს ბოლოს.
ბევრი ვერ გავაკეთე თქვენთვის, მაგრამ მინდა, რომ შენ იმაზე ბევრად მეტი შეძლო შენი ოჯახისთვის, ვიდრე მე შევძელი... ხომ გაგიგია, “ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო?!" ჰოდა, მაჯობე, გთხოვ, რომ მაჯობო.
იგივე დრო. რეალური ამბავი.
ამ დროისათვის უკვე გასულია ის ერთი თვე, რომელიც ვალერის ექიმმა ივარაუდა მისი სიცოცხლისათვის, თუმცა ოჯახმა ჰომეოპათიური მკურნალობა მაინც მოსინჯა დროის გახანგრძლივებისათვის და სავარაუდოდ, სწორედ ბალახეულის ნახარშის წყალობით, ვალერის მდგომარეობა სწრაფად არ დამძიმებულა და მოსალოდნელი ტკივილებიც მხოლოდ ახლა დაეწყო.
გაგრძელება მალე იქნება....
მანამდე კი იხილეთ წინა თავები:
intermedia.ge
„რეალი“ რიბერის ტრანსფერს განიხილავდა
არაოფიციალური ინფორმაციით, მხარეები კონტრაქტის ვადასა და პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და სწორედ ამიტომ თქვა რიბერი მადრიდში ასპარეზობაზე და „ფიორენტინაში“ სტაბილური კონტრაქტი არჩია.
ფრენკ რიბერი „ფიორენტინას“ ფეხბურთელია, თუმცა იტალიაში გადასვლაზე ფრანგი წინახაზელის დამატებას „ბლანკოსიც“ განიხილავდა...
Halamdrid.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
3000 სააპელაციო განაცხადიდან აბიტურიენტების შეფასება 648 შემთხვევაში შეიცვალა
3000 სააპელაციო განაცხადიდან 648 შემთხვევაში, აბიტურიენტების შეფასება შეიცვალა - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. სწორედ დღეს გახდა ცნობილი აპელაციის შედეგები. სოფიო გორგოძის თქმით, იმ 648 აბიტურიენტიდან, ვისაც ქულა შეეცვალა, უმეტეს შემთხვევაში ეს ქულა გაიზარდა, თუმცა იყო შემთხვევები როცა ქულა შემცირდა.
გარდა ამისა, იმ საგნებში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.
შესაბამისად, სამინისტრო მოუწოდებს აბიტურიენტებს, ქულების გათანაბრებისა და აპელაციის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აუცილებლად შეამოწმონ საკუთარი შედეგების გვერდი.
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისთვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
კონორ მაკგრეგორს ხაბიბთან რევანშის აღება სურს
კონორ მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანშის აღება სურს. ამის შესახებ შერეულ ორთაბრძოლებში ყოფილმა ჩემპიონმა ტელეკომპანია ESPN-ის ეთერშიგანაცხადა.
ირლანდიელის თქმით, მას ტიტულის დაბრუნება სურს. მან ასევე აღიარა, რომ ხაბიბთანბრძოლისთვის არასწორად მოემზადა და მოწინააღმდეგე სათანადოდ არ შეაფასა. „იმ ბრძოლაში ბევრი რამ ვისწავლე“, - განაცხადა მაკგრეგორმა.
ბოლო ბრძოლა მაკგრეგორმა 2018 წლის ოქტომბერში გამართა, როცა ტიტულისთვის მატჩში ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხდა. მას შემდეგ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების და სპორტში დაბრუნების შესახებ განაცხადა, ხაბიბთან ბრძოლას კი სოციალურ ქსელებში აგრძელებს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"ჩვენი სახლი იწვის, ფილტვები, რომლებიც პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს აწარმოებენ" - ტროპიკული ტყეების გადარჩენაზე მსოფლიო ლიდერები იმსჯელებენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამაზონის ტყის ხანძარს „საერთაშორისო კრიზისს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ პრობლემა „დიდი შვიდიანის“ სამიტის დღის წესრიგის მთავარ საკითხად უნდა იქცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
„ჩვენი სახლი იწვის. ამაზონის ტროპიკული ტყე, ფილტვები, რომლებიც ჩვენი პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს აწარმოებენ, იწვის. მოდით, ეს საგანგებო სიტუაცია პირველ რიგში განვიხილოთ,“ - წერს მაკრონი „ტვიტერზე.“
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მაკრონის ინიციატივას ბრალდებით უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს საფრანგეთის პრეზიდენტი პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად იყენებს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ათასობით ცეცხლის კერა მძვინვარებს. ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაზე სასტიკი სტიქიაა.
გასულ წელთან შედარებით ხანძრების რაოდენობა ბრაზილიაში 85%-ით არის გაზრდილი. სტიქია ტროპიკული ტყეებისთვის მშრალ სეზონზე უცხო არ არის, მიზეზი კი ხშირად ხდება ბუნებრივი მოვლენები - მაგალითად, მეხი, თუმცა ხანძრებში დამნაშავე მეტყევეები და ფერმერებიც არიან, რომლებიც ხეებს დაუნდობლად ჩეხავენ და მიწას ასუფთავებენ.
აქტივისტები მეტყევეების წახალისებაში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს ადანაშაულებენ. ბოლსონარო კი, რომელიც კლიმატური ცვლილებების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, ამბობს, რომ ხანძრების გაჩენა და ხელისუფლების იმიჯის შელახვა არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალია.
ambebi.ge
ამერიკელი ფერმერები კანაფის მოყვანაზე დიდ იმედებს ამყარებენ
კანაფის მოყვანამ კენტუკის შტატის ფერმერები გაკოტრებისაგან უნდა იხსნას. ამის შესახებ სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სავაჭრო ომების გამო ხორბლის გაყიდვები შემცირდა, თამბაქო კი ძველი პოპულარობით აღარ სარგებლობს. ამიტომ ანალიტიკოსები ფერმერებს კანაფის მოყვანას ურჩევენ.
Financial Times-ის ცნობით კანაფის ბაზრის მოცულობამ 2018 წელს $ 1.9 მილიარდს მიაღწია. თუ ამ კულტურაზე მოთხოვნის ზრდა ისეთივე აქტიური იქნება, როგორც მარიხუანაზე, რომელიც ზოგ შტატში ლეგალიზებულია, 5 წელში გაყიდვების მოცულობა $20 მილიარდამდე გაიზრდება. თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ სფეროს აქტიური განვითარებისთვის ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაა საჭირო.
პირველი მსხვილი კომპანია, რომელმაც კანაფის წარმოებით სუფთა მოგება მიიღო კანადური Aphria გახდა. 2019 წლის ივნისისთვის მისმა შემოსავალმა $ 12 მილიონი შეადგინა, რამაც ანალიტიკოსების მაქსიმალურ მოლოდინს გადააჭარბა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves-ი გაიხსნა
ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves-ი გაიხსნა. განახლებულ სცენაზე წუხელ მსოფლიოში განთქმულმა დიჯეებმა დაუკრეს. მათ შორის იყვნენ ნინა კრავიცი და ეტაპკაილი.
დღეს გვიან ღამით კი მსმენელს ბენ ქლოქის და არაერთი ცნობილი არტისტის მოსმენა შეუძლია. ანაკლია წელს სტუმრებს 8 განახლებული სცენით ხვდება. Echowaves-ი, რომელიც უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის განრიგის გასაცნობად გადადით ამ ბმულზე.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ესპანეთში დააკავეს კაცი, რომელმაც 555 ქალს ფარულად ინტიმური ხასიათის ვიდეოები გადაუღო
მადრიდის პოლიციამ დააკავა 53 წლის კაცი, რომელსაც უნებართვოდ 555 ქალს ინტიმური ხასიათის ვიდეოები გადაუღო და პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე განათავსა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი დანაშაულის ჩადენის მომენტში დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთი მსხვერპლს ფარულად უღებდა ვიდეოს. გამოძიების მტკიცებით, საერთო ჯამში ეჭვმიტანილმა 555 ქალის, მათ შორის არასრულწლოვნების მონაწილეობით 283 ვიდეო გადაიღო და ინტერნეტში მილიონობით ნახვა დააგროვა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული - კოლუმბიის მოქალაქე ვიდეოებს ძირითად მეტროსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში იღებდა და დღეში დაახლოებით ხუთი ქალის ჩაწერას ასწრებდა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
Thursday, August 22, 2019
ქართველი დედები და მათი შვილები, რომლებიც დედმამიშვილებს უფრო გვანან - "როცა ქუჩაში დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ"
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში ინტერნეტმომხმარებელმა ნონა გიუნაშვილმა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დედა-შვილი დებს უფრო გვანან და მათი ერთმანეთისგან განსხვავება ნამდვილად გაგიჭირდებათ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"აბა, ახალგაზრდა დედები დამენახეთ უფროს შვილებთან ერთად, ვინც დებს, და-ძმებს გავხართ. ამ სურათზე მე და ჩემი გოგო ვართ და ყველას დები ვგონივართ... რაღაც დადებითი მაინც აქვს ამ ნაადრევ დედობას" - წერდა ნონა გიუნაშვილი. პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა დედამ გააზიარა შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები.
AMBEBI.GE რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და დღეს გაგაცნობთ 11 ქალს, რომლებიც არაჩვეულებრივ ფორმაში არიან და გარეგნობით შვილებს არ ჩამოუვარდებიან. დედებსა და შვილებს შორის ასაკობრივი ზღვარი თითქმის წაშლილია და დედმამიშვილებს უფრო გვანან. ბევრმა ქალმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ნაადრევად შექმნა ოჯახი, ახლა ამას არასწორად მიიჩნევენ და შვილებსაც ურჩევენ გააზრებულ ასაკში მიიღონ ეს გადაწყვეტილება.
ნონა გიუნაშვილი: "34 წლის ვარ, სამი შვილის დედა. ჩემი უფროსი შვილი გიგა 17 წლისაა, გვანცა 16-ის და ნიცა კი - ექვსის. 17 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. მომიტაცეს... მაშინ ასეც ხდებოდა და სამწუხაროდ, პატარა ასაკში გოგონას გათხოვება არავის უკვირდა. აქვე მინდა ისიც დავაფიქსირო, რომ ნაადრევად ოჯახის შექმნა არ არის კარგი. ძნელია, როდესაც არ ხარ მზად დედობისთვის...
მე გამოვტოვე ბავშვობის ლაღი წლები, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს რაღაც დადებითი? ვუყურებ ჩემს შვილებს და არ მჯერა, რომ მე გავაჩინე, ისეთი დიდები არიან, მეგობრებივით ვართ. როდესაც შვილებთან ერთად ქუჩაში გავდივარ და დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ, ამაზე მეღიმება, ყველას და-ძმები ვგონივართ.
მეუბნებიან რომ ასაკთან შედარებით უფრო პატარა შეხედულება მაქვს და ვერ იჯერებენ, რომ ეს დიდი ბიჭი და გოგო ჩემი შვილები არიან. ჯერჯერობით არანაირი პროცედურა არ ჩამიტარებია, არც ძვირადღირებულ პარფიუმერიას ვხმარობ - მომწონს ბუნებრივობა და თმასაც არ ვიღებავ. გამიმართლა, რომ მიდრეკილება არ მაქვს სიმსუქნისკენ. მე და გვანცა ხან ერთად გავდივართ გასართობად ბარში და ვამბობთ, რომ დები ვართ. მერე ბევრს ვიცინით და ვხალისობთ ამაზე, ვჭორაობთ, ვგიჟობთ. დღეს მარტოხელა დედა ვარ... რთულია ჩემი ცხოვრება, მაგრამ ბედნიერი ვარ"
მერი ბეგლარიშვილი: "22 წლის ვიყავი ზუკა რომ გავაჩინე, ჩემი პირველი შვილი. ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ და დღეს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ჩემი მესაიდუმლეა და ასევე ვარ მეც მისთვის, ყველას და-ძმა ვგონივართ. თუმცა, ეს არ მიშლის ხელს, ამავდროულად მისი დედა ვიყო, მრჩეველი, მიმართულების მიმცემი.
ზუკას შემდეგ კიდევ ორი შვილი შეგვეძინა. პატარები ბაღში დადიოდნენ აქამდე, ახლა შუათანა - გოგონა სკოლაში მიდის. მარტო ვცხოვრობთ და ბავშვების მოვლაც მე მიწევს, სახლის საქმეც, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დიასახლისს ევალება. ბავშვების მოვლა-აღზრდაში მეუღლე და მისი მშობლებიც დიდ მონაწილეობას იღებენ.
შვილების მოვლის პარალელურად ვმუშაობ და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ვმუშაობ ერთ-ერთ ბანკში კლიენტთა მომსახურების მენეჯერად. ზოგადად, საბანკო სფეროში უკვე 15 წელია ვარ. მეუღლეც ბანკში მუშაობს და ჩვენი უფროსი ვაჟი კი ზაფხულის პერიოდში ერთ-ერთ კაფეში მუშაობს.
რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდულად გამოვიყურები, თავის მოვლის რაიმე განსაკუთრებული ხერხები არ მაქვს, არც არანაირი ოპერაცია და პროცედურები ჩამიტარებია. უბრალოდ, ვცდილობ ვივარჯიშო და წონა შევინარჩუნო, არ მოვიმატო".
ეკატერინე გელაშვილი: "17 წლის ვიყავი, როცა შვილი - მერაბი გიგოლაშვილი გამიჩნდა. მაშინ მე თვითონ ბავშვი ვიყავი... საოცარი მეგობრობა გვაქვს მე და ჩემს შვილს, ერთად გავიზარდეთ... გარეთ რომ გავდიოდით სასეირნოდ და "დეეს" დამიძახებდა, ხალხის რეაქციას ვგრძნობდი, ისე უკვირდათ. მერაბმა სკოლა რომ დაამთავრა და ბანკეტზე მივედი, გიგოლაშვილის დედა სად არისო, მეძებდნენ, დასთან ერთად რატომ მოვიდაო.
ჩემი შვილის ოცნებაა წარმატებული ფეხბურთელი გახდეს. საქართველოში ნორჩ დინამოში თამაშობდა და როცა მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდოდა, 2019 წლის თებერვალში მადრიდში წავიყვანე, იქ რომ გაეგრძელებინა სპორტული მოღვაწეობა. ეს იყო უბედნიერესი წუთები მისთვისაც და ჩემთვისაც!
ერთი შვილი მყავს და ძალიან მიჭირს მის გარეშე საქართველოში ცხოვრება, მაგრამ ახლა მისთვის ასე უკეთესია. მერაბის სურვილია საქართველოში დაბრუნდეს, როგორც საუკეთესო ფეხბურთელი"
ნინო ღარიბაშვილი: "ზუსტად 18 წლის შევსრულდი და გიგიც მოევლინა ჩემს ცხოვრებას. ხშირად მასთან ერთადაც კი მიტირია ღამე, რომ ვერ ვიგებდი რატომ ტიროდა... მერე ნელ-ნელა შევეჩვიეთ ერთმანეთს. ძალიან ცელქი ბავშვი იყო, მახსოვს სიარული რომ დაიწყო, იმ დღის მერე სახლში სკამები მაგიდაზე გვეწყო. იგის გარდა კიდევ ერთი, უმცროსი ვაჟი მყავს.
ambebi.ge