ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ჰაკერები, რომლებმაც მას, 2016 წელს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალეს, ჯერ ისევ აქტიურად აგრძელებენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს სურს ამერიკის „გადატრიალება“. ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა
Variety-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჰილარი კლინტონის თქმით, დეზინფორმაციის კამპანიას, რომელსაც რუსეთი მის წინააღმდეგ ეწეოდა, მისი შანსები შეამცირა. ამისთვის კი სოციალური ქსელები გამოიყენეს.
„მთავარია, რომ ამერიკელები, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ასევე პოლიტიკოსებიც მიხვდნენ, რომ პუტინს სურს ამერიკა დაანგრიოს. ის ხომ რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტია“, - აცხადებს კლინტონი.
მისი განცხადებით, ამ გზით პირველად ისტორიაში ტექნიკური მიღწევები გამოიყენეს, როგორც პოლიტიკური იარაღი.
imedinews.ge