სენაკში, სოფელ მენჯში 13 იანვრის ღამეს სასტიკი ყაჩაღობა მოხდა. კრიმინალები თავს დაესხნენ პანტიკო შურღაიას ოჯახს. ოჯახის უფროსი 78 წლის ადამიანი ბატონი პანტიკო შურღაია სასტიკად სცემეს კრიმინალებმა და ძალიან სამწუხაროა მაგრამ როგორც 90-იან წლებში ხდებოდა „გააუთოვეს“, რის შდეგად სახლიდან წაიღეს 1100 ევრო, 600 დოლარი და 300 ლარი. კრიმინალების მიერ სასტიკად ნაწამები, დაზარალებული პანტიკო შურღაია თბილისში იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც დღეს აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაული შემცირდა და სტატისტიკასაც აქვეყნებს მაგრამ ქვეყანაში რეალურად სულ სხვა სურათი სჩანს. კრიმინოგენული სიტუაცია აშკარად გაზრდილია საქართველოში და კონკრეტულად სენაკშიც, რადგან გახშირდა ძარცვის ისეთი ფაქტები რომლების 90-იან წლებში ხდებოდა.
tzona.org
No comments:
Post a Comment