ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ახალი კვლევა აცხადებს, რომ სიგარეტის მოწევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ იმაზე მეტ პრობლემას იწვევს, ვიდრე აქამდე გვეგონა.
პარასკევს გამოქვეყნებული კვლევა ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ პირველად გაკეთებული განცხადების 50 წლის იუბილეს დაემთხვა, როცა სიგარეტის მოწევა ჯანდაცვის სფეროს მესვეურებმა ოფიციალურად პირველად დაუკავშირეს ფილტვის კობოს.
კვლევაში ნათქვამია, რომ მოწევა იწვევს ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს, დიაბეტს, ართრიტს და კიდევ რამდენიმე სხვა მძიმე დაავადებას.
1964 წლის შემდეგ, როცა მოწევის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო, ამერიკელებს შორის მწეველთა რაოდენობა მოსახლეობის 42 პროცენტიდან 18 პროცენტამდე შემცირდა.
amerikiskhma.com
No comments:
Post a Comment