kil
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რუსეთის ფედრაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი რუსეთის ფედერაცია არ შეაჩერებს ყირიმის ოკუპაციას, ნახევარკუნძულის პრობლემის მოგვარების დიალოგი ამერიკული მხარის მონაწილეობით აღარ გაგრძელდება. ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ მიანიშნა სერგეი ლავროვს, თუკი რუსეთი განაგრძობს ყირიმის ტერიტორიის ოკუპაციას და არ გადადგამს ქმედითუნარიან ნაბიჯებს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ამერიკა დიპლომატიური ურთიერთობების ყველა კარს დახურავს, შქმნილი სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით. თუ, რა უპასუხა ამერიკელი დიპლოამტის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ ხმაურდება.
primerinfo.ge