Thursday, April 21, 2016

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ იანგარიშება

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები  20 აპრილიდან აღარ იანგარიშება. ამის შესახებAris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. რაც შეეხება ,,არების“ დაწერას, რეგისტრაციის პროცესი 20 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება.
,,არები“ მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში იწერება. თუმცა იმისთვის, რომ გაცდენების მიხედვით განისაზღვროს ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნის ფორმით სკოლის დასრულება, გაცდენები დაითვლება 20 აპრილის ჩათვლით. თუმცა რეგისტრაციის პროცესი სასკოლო ჟურნალში  20 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება. უბრალოდ  სკოლებს 20 აპრილი აქვთ ბარიერი, ითვლიან გაცდენებს 20 აპრილამდე და ანგარიშობენ ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნი ფორმით პროგრამის დაძლევა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი მინისტრის ბრძანებით  რეგულირდება. ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, რაც შემდეგს გულისხმობს:
“თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე”,-აღნიშნულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღსეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად,განსაზღვრულია,რომ პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები წელს სწავლას 20 მაისს დაასრულებენხოლოდანარჩენი კლასების მოსწავლეები – 10 ივნისი შემდეგ პარასკევს ანუ, 17 ივნისს.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment