Saturday, April 16, 2016

პაპავა აქციაზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და განაცხადა, რომ პროტესტის ეს ფორმა მისთვის მისაღები არ არის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან გამართულ აქციაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა მივიდა. პაპავა აქციაზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და განაცხადა, რომ პროტესტის ეს ფორმა მისთვის მისაღები არ არის. 

„მე მოვედი ამბის გასაგებად. მათ აქვთ თავისი მოთხოვნები. ასევე ისინი აცნობიერებენ, რომ უნივერსიტეტში ლექციების გაცდენა პრობლემაა და ეს ფორმა პირადად ჩემთვისაც მიუღებელია“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. 

მისივე თქმით, პრემიერი უნდა გამოეხმაუროს სტუდენტების მოთხოვნებს. 

„პრემიერი შეხვდება თუ არა სტუდენტებს ეს მისი გადაწყვეტილებაა. თუ გადაწყვეტს, რომ გამოეხმაუროს აქციის მონაწილეებს, გამოხმაურების ფორმა თავად უნდა შეარჩიოს, ეს იქნება განცხადება, თუ ადგილზე მოვა, მაგრამ ეს მას გასაკეთებელი აქვს“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. 

„ჩემი აზრით, სტუდენტებს ყოველთვის აქვთ უფლება, რომ რაღაც მოითხოვონ, მაგრამ ამან სასწავლო პროცესის შეფერხება არ უნდა გამოიწვიოს“, - აღნიშნა პაპავამ. 

უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის შენობის კარგი შიგნიდან ორი ფიცრით არის აჭედილი და კარზე მერხები არის მიწყობილი. ამჟამად ”აუდიტორია 115”-ის სტუდენტების აქციის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სწავლის პროცესი შეფერხებულია. სტუდენტები უნივერიტეტის 115-ე აუდიტორიაში პრემიერ-მინისრტ გიორგი კვირიკაშვილის მისვლას ითხოვენ. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment