Thursday, March 2, 2017

თავისუფალი გაკვეთილები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს „თავისუფალი გაკვეთილების“ ახალ, მაშტაბურ პროექტს, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.
თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს - მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს.
აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:
●     სპორტული აქტივობები
●     წიგნიერების განვითარება
●     კულტურა/ხელოვნება
●     ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები
 თავისუფალი გაკვეთილები დაფინანსდება სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, რომლის მიმღები იქნება სკოლა. ერთ სკოლაზე გაცემული გრანტის მაქსიმალური ოდენობა  არაუმეტეს 3 000 ლარს შეადგენს, რომელიც განაწილდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაზე, დირექცია/ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებასა და პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსებზე.

2017 წელს “თავისუფალ გაკვეთილებში” ჩართულები იქნებიან  VII-VIII კლასის მოსწავლეები. სპორტული მიმართულების ფარგლებში წარმოდგენილ პროექტებში აქტივობები გაწერილი უნდა იყოს არაუმეტეს 40 საათზე, ხოლო დანარჩენ მიმართულებებში-არაუმეტეს 20-20 საათისა.
mes.gov.ge

No comments:

Post a Comment