7 მაისს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში კალათბურთის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.
წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრების მეტოქეები G ჯგუფში სერბეთი, გერმანია და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები იქნებიან.
შესარჩევი ეტაპის მატჩები 2017 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 26 თებერვალს დასრულდება. შეხვედრები გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე სტუმრად მეტოქე ნაკრებების ქვეყნებში.
შესარჩევ ეტაპზე ევროპიდან სულ 32 ნაკრები ითამაშებს. წილისყრის შედეგად ისინი 4-გუნდიან 8 ჯგუფში გადანაწილდნენ. მომდევნო ეტაპზე 24 ნაკრები გავა, თამაშს მხოლოდ ბოლო ადგილზე გასული ნაკრებები ვეღარ გააგრძელებენ.
შემდეგ შეიქმნება ექვსგუნდიანი 4 ჯგუფი, საიდანაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს სამ-სამი
საუკეთესო გუნდი, სულ 12 მიიღებს. საბოლოოდ, ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 გუნდი იასპარეზებს.
მსოფლისო 2019 წლის ჩემპიონატი კალათბურთში ჩინეთში 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ჩინეთი, როგორც მასპინძელი ქვეყანა ტურნირზე შესარჩევის გარეშე ითამაშებს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 32 ნაკრები ითამაშებს: 12 ევროპიდან, 8 აზიიდან (მასპინძელი ჩინეთი), 7 ამერიკიდან და 5 აფრიკიდან.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment