ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ რუსთავთან ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
როგორც საზოგადოებრივს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ახალგაზრდა მამაკაცი დახვდა დაშავებული. ისინი, მძიმე მდგომარეობით, ახალციხის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორი მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს, ერთი კი კვლავ ახალციხის კლინიკაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
1tv.ge
No comments:
Post a Comment