Sunday, May 7, 2017

წინასწარი მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა 65,9%-ით გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 65,9% მიიღო. 
„ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა კი ამომრჩეველთა ხმების 34,1% მიიღო. 
საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს ჩატარდა. თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნებში 11 დარეგისტრირებული კანდიდატი მონაწილეობდა.
საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი - 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.
ipn.ge

No comments:

Post a Comment