ქანდის მონასტრის წინამძღვარი, მამა სერაფიმე ამბობს, რომ მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის სტუმრობა ქანდაში მოულოდნელი იყო.
იური ლუჟკოვი მეუღლესთან ელენა ბატურინასთან და მეგობრებთან ერთად სოფელ ქანდაში გუშინ იმყოფებოდა.
„არ ვიცი, ვინ იყო ლუჟკოვის მასპინძელი საქართველოში. ჩვენთან მოსავლამდე მოიარეს მთელი თბილისი, მცხეთა, შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან. დილის 9-ის ნახევარზე წირვაზე გავდიოდით, რომ დავინახეთ. შოკში ვიყავით, გაურკვეველი სიტუაცია დაგვხვდა. არამეულ ენაზე წირვის მოსმენა გვაინტერესებსო, თქვენი გალობის ვიდეოები მოსმენილი გაქვსო და გვინდა, დავესწროთო, რისი საშუალებაც მივეცით. საქართველოს მოქალაქეებიც ახლდნენ, თუმცა მათ არ ვიცნობ“, - განუცხადა საზოგადოებრივს მონასტერი წინამძღვარი მამა სერაფიმე.
არსებული ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილი მერი და მისი თანმხლები პირები ქანდიდან ჯერ გორში, შემდეგ კი უფლისციხეში გაემგზავრნენ.
ჯერჯერობით უცნობია, დაეკისრება თუა რა სანქცია იური ლუჟკოვს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევისთვის.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს იური ლუჟკოვი ჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში, შემდეგ კი ცხინვალში იმყოფებოდა. ის ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა. ამ დრომდე უცნობია, დატოვა თუ არა მოსკოვის ყოფილმა მერმა საქართველოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
1tv.ge
No comments:
Post a Comment