Sunday, May 14, 2017

(ვიდეო) ევროპული საქართველო ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

“ევროპული საქართველო“ Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოკადრებს იმის დასადასტურებლად, თუ როგორ ემსახურება ოთარ ფარცხალაძეს ფინანსური პოლიციის სახელმწიფო დაცვა. 
“ქვემოთ მოყვანილ კადრებში დოკუმენტალურად არის დაფიქსირებული, რომ სამოქალაქო პირს ოთარ ფარცხალაძეს ემსახურება სახელმწიფო სტრუქტურის ინფრასტრუქტურა. კერძოდ, მანქანები, რომლებითაც მოძრაობს ფარცხალაძე, არის ფინანსური პოლიციის საკუთრებაში, ღამით ისინი დგანან ფინანსური პოლიციის სადგომზე, დილით კი გადიან ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის მისამართზე ჯიქიას ქუჩის 28 ნომერთან, სადაც მანქანაში ჯდება ყოფილი მთავარი პროკურორი და დღის განმავლობაში მოძრაობს ამ ავტომობილით. ასევე ავტომობილი, რომელიც ემსახურება ფარცხალაძის მეუღლეს, არის ფინანსური პოლიციის საკუთრებაში.
შესაბამისად მძღოლები და დაცვის წარმომადგენლებიც ფინანსური პოლიციის თანამარომლები არიან. გაუგებარია, რატომ ემსახურება სახელმწიფო სტრუქტურა ჩვეულებრივ მოქალაქეს. ასევე, ამ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ გუშინ რესტორან ელ ცენტროში სახელმწიფო სტრუქტურის (აუდიტის სამსახურის) ხელმძღვანელს სცემეს მეორე სახელმწიფო სტრუქტურის (ფინანსური პოლიციის) თანამშრომლებმა, რომლებიც ფარცხალაძის დაცვის ფუნქციას ახორციელებდნენ, კერძო პირის ინტერესის დასაკმაყოფილებლად“ - ნათქვამია “ევროპული საქართველოს განცხადებაში.
თ მოყვანილ კადრებში დოკუმენტალურად არის დაფიქსირებული, რომ სამოქალაქო პირს, ოთარ ფარცხალაძეს ემსახურება სახელმწიფო სტრუქტურის ინფრასტრუქტურა. კერძოდ, მანქანები, რომლებითაც მოძრაობს ფარცხალაძე, არის ფინანსური პოლიციის საკუთრებაში. ღამით ისინი დგანან ფინანსური პოლიციის სადგომზე, დილით კი გადიან ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის მისამართზე, ჯანაშიას ქუჩის 28 ნომერთან, სადაც მანქანაში ჯდება ყოფილი მთავარი პროკურორი და დღის განმავლობაში მოძრაობს ამ ავტომობილით. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment