Sunday, May 14, 2017

რომის პაპმა ორი პორტუგალიელი ბავშვი წმინდანად შერაცხა

BBC-ს ცნობით, რომის პაპმა ფრანცისკემ ორი პორტუგალიელი ბავშვი წმინდანად შერაცხა. კათოლიკური ეკლესიის ცნობით, 100 წლის წინ პორტუგალიის ქალაქ ფატიმაში 1917 წლის 13 მაისს ამ მწყემს ბავშვებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ დ მე-20 საუკუნის მოვლენების შესახებ აცნობა.

პორტუგალიელი ბავშვების ჟასინტა და ფრანსიშკუ მარტუების კანონიზაციის ცერემონია, რომის პაპის პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ფატიმაში გაიმართა. კათოლიკური ეკლესიის მეთაური პორტუგალიას გუშინ ესტუმრა. ამასთან დაკავშირებით, პატარა ქალაქ ფატიმაში მილიონამდე მომლოცველი შეიკრიბა. რომის პაპმა ადამიანებს შორის ჰარმონიასა და ომებისგან თავდაცვის აუცილებლობაზე იქადაგა.

კათოლიკური ეკლესიის სწავლების მიხედვით, 1917 წლის 13 მაისს ქალაქ ფატიმასთან ორი მწყემს ბავშვს და მათ ნათესავ ლუსიას ღვთისმშობელი გამოეცხადათ. ამ სწავლების მიხედვით, ღვთისმშობელმა ბავშვებს რუსეთში მომავალი რევოლუციის შესახებ, პირველი მსოფლიო ომის დასრულებაზე და მეორე მსოფლიო ომის თაობაზე მოუყვა.

ბავშვები 1918 წელს ეპიდემიის დროს დაიღუპნენ.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment