Tuesday, May 9, 2017

„ბატონო მინისტრო, თქვენი დიდი იმედი გვქონდა, თავიდან კარგად დაიწყეთ…“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ეროვნულმა და საერთაშორისო (PISA, TIMSS) კვლევებმა და მისმა შეფასებებმა  აჩვენეს, რომ საქართველოში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლაში მიღწევებით სოფლად მცხოვრები მოსწავლეები არსებითად ჩამორჩებიან ქალაქში მცხოვრებ თანატოლებს. კვლევის მიხედვით, ეს სხვაობა იმით აიხსნება, რომ სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებს უფრო ნაკლებ სასწავლო რესურსზე მიუწვდებათ ხელი, როგორც სახლში, ასევე სკოლაშიც.

კვლევების პრეზენტაციაზე მინისტრის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებებს არ ეთანხმებიან რეგიონების მასწავლებლები.

„ვერ დავეთანხმები კვლევის შედეგებს. სოფლის სკოლებში უკეთესი სწავლებაა ვიდრე ქალაქის სკოლებში მაღალ კლასებში ბავშვები საერთოდ არ დადიან სკოლაში და რეპეტიტორებთან ემზადებიან საატესტატო გამოცდებისათვის და იმასაც ვერ აბარებენ…“

„ე.ი. სოფლის სკოლის დონე ბევრად ჩამორჩება ხომ ქალაქის სკოლის დონეს…. აღარ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ თბილისში ბავშვები პირველი კლასიდან ემზადებიან რეპეტიტორებთან… სოფლის სკოლებში როგორც აქაა აღნიშნული, ბავშვები მხოლოდ მეთორმეტე კლასში იწყებენ მომზადებას, ისიც უნარებში და იმ საგანში, რომელიც მათ სურთ, რომ დამატებით ჩააბარონ და ამ ყველაფრით იღებენ ისინი გრანტს, როდესაც თბილისში პირველი კლასიდან მომზადებული ბავშვი გამოცდებზეც კი იჭრება..“

„ბატონო მინიტრო, თქვენც კარგად იცით მიზეზი, როგორც თქვენ ბრძანეთ თქვენი შვილები საჯარო სკოლაში არ სწავლობენ, გადახედეთ თქვენი შვილების სასწავლო სახელმძღვანელო წიგნებს და საჯარო სკოლისას და დაინახავთ რატომ?! სოფლის და რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეთერთმეტე კლასიდან იწყებენ მომზადებას იმ სახელმძღვანელო წიგნებით, რომლითაც თქვენ შვილები 1 კლასიდან სწავლობენ, მაგრამ მაინც სოფლელების მეტი% აბარებს, რადგან უნიჭიერესი და მშრომელები არიან. წლებია, საცოდავი საჯარო სკოლის რაიონის მასწავლებლები ითხოვენ წიგნების შეცვლას, მაგრამ უშედეგიდ. 2016 წელს სანიკიძეს უნდა შეეცვალა – ვერ „მოასწრო“, არც თქვენ ცვლით. იღუპება ნიჭიერი ბავშვები, რომელთაც მოსამზადებელი ფული არ აქვთ და არც წიგნები თავად რომ ისწავლონ. ამას მიზნობრივად აკეთებს თქვენი სამინისტრო. ყურადღება გადაგაქვთ მასწავლებლებზე, იგონებთ რაღაც უაზრო სქემებს და მთავარზე არ ამახვილებთ ყურდღებას. თქვენი დიდი იმედი გვქონდა თავიდან კარგად დაიწყეთ…“
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


No comments:

Post a Comment