თითქმის 1800 ძვირფასი თვლით შემკული მე-19 საუკუნის გვირგვინი საფრანგეთის ქალაქ ლიონის რელიგიური ხელოვნების მუზეუმიდან მოიპარეს - მუზეუმის დირექციაზე დაყრდნობით წერს „ბი-ბი-სი“.
მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი ღამის საათებში გაიტანეს შენობიდან.
1899 წელს შექმნილი გვირგვინის ღირებულება მილიონ აშშ დოლარზე მეტია.
მუზეუმის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თითოეული ძვირფასი ქვა თუ მარგალიტი, რომელიც გვირგვინზეა დამაგრებული, შარშან აღწერეს, რაც მათ მოძიებაში დაეხმარებათ.
ამას გარდა, ქურდებმა კიდევ ორი ექსპონატი მოიპარეს. გამოძიების მიმდინარეობის გამო, მუზეუმი დროებით დახურულია.
No comments:
Post a Comment