Wednesday, May 10, 2017

დონალდ ტრამპი - აუცილებელია, შეჩერდეს საზარელი მკვლელობები სირიაში

აუცილებელია, შეჩერდეს საზარელი მკვლელობები სირიაში - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ვფიქრობ, ამ მხრივ პროგრესს მივაღწიეთ“ - განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-სთან სოლიდარულები არიან სირიაში ტერორიზმის დასრულების სურვილთან დაკავშირებით.  

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მედიის ცნობით, სირიასთან ერთად, საუბრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება იყო.
1tv.ge

No comments:

Post a Comment