Sunday, May 14, 2017

მაგისტრის წოდების მისანიჭებლად ნაშრომის კატეგორიას თავად უნივერსიტეტები განსაზღვრავენ – ცვლილება კანონში

მაგისტრატურის საფეხურის სააგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს სამეცნიერო ხარისხის დაცვა სამაგისტრო ნაშრომით  (თეზისით) ან პროექტითაც შეეძლებათ. სამეცნიერო ხარისხის მისანიჭებლად შესაბამის ფორმას ყველა პროფილის უნივერსიტეტი, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, თავად გადაწყვეტს.

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე პირველი მოსმენით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე უკვე იმსჯელეს.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.

მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, არის პროფესიები, სადაც არა სამაგისტრო ნაშრომის დაწერა, არამედ პროექტია მთავარი.

„აქამდე მიაჩნდათ, რომ ყველა მაგისტრმა უნდა დაწეროს თეზისი, იგივე სამაგისტრო ნაშრომი. კანონპროექტით მაგისტრანტებს  საშუალება ეძლევათ, რომ პროექტით მიიღონ ხარისხი და არა მაინცდამაინც თეზისით. პროფესიებისა და თემის მიხედვით გადაწყდება ვინ რა ფორმით უნდა დაიცვას მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ძალიან ბევრი მიმრთულებით არის პროფესიები და ხელოვნების პროფესიები, სადაც ნაშრომის დაწერა არაა წარმატება“,- განაცხადა მურღულიამ.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment