საქართველოში დღეს მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრიც კვლავ ქვემო ქართლის რეგიონში იყო.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 15:07 საათზე მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დმანისის დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ სოღუთლოდან 12 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.
დღესვე, თბილისის დროით 10:32 საათზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ ფოკადან 8 კმ-ში მოხდა.
1tv.ge

No comments:
Post a Comment