Tuesday, May 9, 2017

ISIS სიკვდილით დასჯის ამსახველ მორიგ ვიდეოს ავრცელებს

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ სიკვდილით დასჯის ამსახველი მორიგი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. ინფორმაციას ჯიჰადისტების მონიტორინგის პორტალი SITE ავრცელებს. რადიკალი ისლამისტების მტკიცებით, სამხედრო ტყვე, რომელიც მოკლეს, რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, ევგენი პეტრენკო იყო. ისლამისტები აცხადებენ, რომ რუსი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ვიდეო სირიის ქალაქ რაქაშია გადაღებული. ჯიჰადისტმა მებრძოლმა ტყვეს დანით თავი მოკვეთა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ფაქტს არ ადასტურებს.
1tv.ge

No comments:

Post a Comment