Friday, May 12, 2017

ველოგარბენი - „გზა ევროკავშირისკენ“

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 2017 წლის ევროპის დღეებისა და კამპანია „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, 14 მაისს სამოყვარულო ველო გარბენი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის პოპულარიზაცია.

ველო გარბენი სტარტს აიღებს 14 მაისს, 11:00 საათზე, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე (კუს ტბის ასახვევთან). მსურველები უნდა გამოცხადნენ საკუთარი ველოსიპედებით, სტრატის დღეს 10:00 საათზე რეგისტრაციის გასავლელად. ველო გარბენში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს ასაკის შეუზღუდავად.
12:00 საათიდან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში (მის: თავისუფლების მოედანი, კოტე აფხაზის N1) გაიმართება დაჯილდოება. გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში, გამარჯვებულებს გადაეცემათ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზები და ველოსპორტისთვის საჭირო აქსესუარები. ასევე ყველა მონაწილეს დაურიგდება მაისურები.

ველო გარბენის მარშრუტი გაივლის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირს და დასრულდება თავისუფლების მოედანზე.
ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ველოსპორტის ფედერაცია და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“.

No comments:

Post a Comment