ბორჯომის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესი პარკია ევროპაში.
ის ყოველთვის გამოირჩეოდა იშვიათი სახეობის ხეებით და უნიკალური მცენარეებით.
დღეს, ბორჯომის ხეობას ჩვენი დახმარება სჭირდება!
2008 წელს, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა დიდი ინტენსივობით მოიცვა მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული 950 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა.
წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება. შედეგად, დამძიმებულია ეროზიული ფონი და ტყის მასივი კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. შეიმჩნევა ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. კვლევებმა დაადგინეს, რომ ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის.
გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად!
კამპანიის მიზნია ბორჯომის ტყის სრულად აღდგენა. შეუერთდი კამპანიას, შექმენი ტყის ხელოვნურად სრულად აღდგენის პრეცედენტი საქართველოში!
გადადით ვეგვერდზე: www.aghadgine.ge
No comments:
Post a Comment