აგვისტოში მომხდარი გახმაურებული ინდოელი ძალადობის მსხვერპლის შვილის მამა, პოლიციის ცნობით, გოგოს ერთ-ერთი ბიძა იყო. პოლიციას დაკავებული ჰყავს 10 წლის გოგოს მამის ერთი ძმა, რომელიც ასევე ძალადობდა არასრულწლოვანზე, თუმცა ის შვილის მამა არ აღმოჩნდა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
ამჯერად ეჭვმიტანილია მეორე ბიძაა. "დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვის მამა, მეორე ბიძაა", - განაცხადა ჩანდიგარჰის შტატის გუბერნატორმა. შემდეგი სასამართლო შემდეგ კვირას გაიმართება.
13 სექტემბერს, ექსპერტიზით დადგინდა, რომ 10 წლის გოგოს მიერ გაჩენილი ბავშვის დნმ-ის ნიმუშები გოგოს ბიძის დნმ-ს არ ემთხვევა.
ინდოეთის უზენაესი სასამართლომ ბიძის მიერ გაუპატიურებულ 10 წლის გოგოს აბორტის გაკეთების უფლება არ მისცა, შედეგად მან გასულ თვეში ბავშვი გააჩინა. გოგომ არ იცოდა საკუთარი ორსულობის შესახებ - მას ეუბნებოდნენ, რომ მუცელში დიდი ქვა ჰქონდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment