პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.
გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც ოპოზიციასთან - 20 პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შემუშავდა ჟურნალისტებს თავად წარუდგინა და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შენიშვნები განსაკუთრებულად მომზადდა და სწორედ შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.
ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.
მანამდე, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის საკითხებზე სასაუბროდ ოპოზიციას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა და 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ ე.წ. 5 პუნქტიანი დოკუმენტი შეცვალეს და 4 ახალ პუნტქზე შეთანხმდნენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment