მექსიკაში, ქალაქ კადერეიტას ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა. ნუევო ლეონის შტატის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის 8 პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
მანამდე პატიმრებმა უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ციხის ადმინისტრაციამ რამდენიმე საათიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, ციხის შტურმით აღების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც პატიმართა მსხვერპლი მოჰყვა.
გავრცელებული ცნობით, ბუნტი ციხეში არსებულ დაჯგუფებებს შორის უთანხმოებას მოჰყვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment