ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საბოლოო მონაცემები შეაჯამეს. კომისიის თავმჯდომარის - ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ქუთაისში სულ მერობის 10 კანდიდატი დარეგისტრირდა, აქედან ორმა - ახალი ქრისტიან დემოკრატებიდან გოგიტა გოგელაშვილმა და ტრადიციონალისტებიდან აკაკი ლოლომაძემ - კანდიდატურები მოხსნა.
არჩევნებზე მერობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს.
მაჟორიტარობის 86 კანდიდატიდან კი ხუთმა მოხსნა კანდიდატურა, შესაბისად არჩევნებში 81 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. აქედან, 23 ქალია, რაც დაახლოებით 27 პროცენტს შეადგენს.
ყველაზე მეტი ქალი კენჭს ძელქვიანის ოლქში იყრის. 15 საარჩევნო სუბიექტიდან არჩევნებში 14 მიიღებს მინაწილეობას - ახალი ქრისტიან დემოკრატების საარჩევნო ბიულეტენი გაუქმდა.
ქუთაისის მასშტაბით, სულ, 124 საარჩევნო უბანია, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით კი 153880 ამომრჩეველი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment