პაციენტი, რომელსაც ცნობიერება ნაწილობრივ აღუდგინეს, მას შემდეგ რაც მან 15 წელი ვეგეტატიურ მდგომარეობაში გაატარა, ექიმების ცნობით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციის დამალვა ბევრმა სპეციალისტმა გააპროტესტა.
ვეგეტატიურ მდგომარეობაში გონებრივი აქტივობა შეუძლებელია, რადგან დიდი ნახევარსფეროების ქერქი არ მუშაობს. რაც უფრო დიდხანსაა ადამიანი ასეთ მდგომარეობაში, მით უფრო რთულია მისი "გაღვიძება".
ექიმების გუნდმა ივარაუდა, რომ ცთომილი ნერვის სტიმულაციით, შეძლებდა გაეაქტიურებინა სფეროები, რომლებიც პასუხისმგებელია გონებრივი საქმიანობისთვის.
ექსპერიმენტი 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თანდათანობით პაციეტმა თვალების გახელა დაიწყო. შემდეგ სიტუაციაზე დაკვირვება და თხოვნების შესრულებაც, მაგალითად: გადააბრუნე თავი მარცხენა მხარეს. ექიმების ცნობით, ფრანგმა ღიმილიც დაიწყო.
თუმცა აღმოჩნდა, რომ მეცნიერებმა სიკვდილის ფაქტი დამალეს. მათი თქმით, გარდაცვლილის ახლობლებს არ უნდოდათ ამ ინფორმაციის გავრცელება. გარდა ამისა, ექიმები ღელავდნენ, რომ საზოგადოების თვალში ადამიანის გარდაცვალების მიზეზი თვითონ ოპერაცია გახდებოდა და არა პნევმონია, რის გამოც რამდენიმე თვეში პაციენტი გარდაიცვალა.
ზოგიერთი სპეციალისტი აცხადებს, ინფორმაციის დამალვამ ადამიანებში დადებითი სურათი შექმნა. ოჯახებს, რომელსაც ახლობლები ვეგეტატიურ მდგომარეობაში ჰყავთ, გადაჭარბებული მოლოდინები გაუჩნდათ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment