გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.
10 - 11 ოქტომბერს საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმაც. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.
12 - 14 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს. 15 ოქტომბრიდან კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment