ავსტრიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (WIFO) მონაცემებით, 2014 წლიდან, რუსეთის წინააღმდეგ დანიშნული სანქციების გამო, ევროკავშირმა 30 მილიარდი ევრო იზარალა. ეკონომიკური შეზღუდვების ზომების შემოღების შემდეგ, რუსეთში ევროპული საქონლის მიწოდება თითქმის 16%-ით დაეცა, შესაბამისად რუსეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის პოზიციიდან, მეოთხედან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.
WIFO-ს შეფასებებით, 2014-2016 წლებში ევროკავშირის მიწოდების რაოდენობა მხოლოდ სანქციების გამო 11%-ით შემცირდა, რაც 30 მილიარდ ევროს შეადგენს.
ამ პერიოდში, ყველაზე მეტად დაზარალდა კვიპროსი - რუსეთთან ექსპორტი შემცირდა 35%-ით, საბერძნეთი (23%) და ხორვატია (21%).
გაეროს ცნობით, ანტირუსული სანქციები ევროკავშირს თვეში 3,2 მილიარდ დოლარად უჯდება, რუსეთის ეკონომიკამ კი ბოლო 3 წლის განმავლობაში 55 მილიარდი დოლარი დაკარგა.
imedienws.ge
No comments:
Post a Comment