Wednesday, October 4, 2017

კვლევა: 40 წელიწადში ევროპაში მუსლიმები უმრავლესობაში იქნებიან


ფრანგმა  მეცნიერმა და ეკონომისტმა ჩარლზ გავმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც 40 წლის შემდეგ საფრანგეთის მკვიდრი მოსახლეობა და ევროპის დანაჩენი ნაწილი მუსლიმურ უმრავლესობას დაუთმობს ადგილს. ამ კვლევის შესახებ The Washington Times-ი წერს.
კვლევის დროს მეცნიერი ევროპაში არსებულ დემოგრაფიულ ტენდენციებს ეყრდნობოდა. ჩარლზ გავი ამბობს, რომ ევროპის მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, მაშინ როცა მუსლიმებში შობადობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 
მას ციფრებიც მოჰყავს, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში ერთ ევროპელ ქალზე 1,4 ბავშვი მოდის, მუსლინ ქალზე კი 3,4 – 4 ბავშვი. ამ ეტაპზე საფრანგეთში 67 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 10% მუსლიმია. 
მეცნიერი ამბობს, რომ მისმა კვლევამ შეიძლება მემარცხენე პოლიტიკოსების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვიოს, რადგან ისინი ისლამს კრიტიკისგან იცავენ. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment